“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ნომერი 852
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 11/10/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.005.529
852
10/10/2002
სსმ, 101, 11/10/2002
100.110.000.11.106.005.529
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  852

2002 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის 357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

I. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის 357 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დებულების 42 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. თბილისის პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების სპეციალური დანაყოფის შემადგენლობაში შედიან:

ა) დანაყოფის უფროსი;

ბ) დანაყოფის უფროსის მოადგილე;

გ) შტაბის უფროსი;

დ) სარკინიგზო ფარეხის კომენდანტი;

ე) გამცილებელი;

ვ) უფროსი კინოლოგი;

ზ) უფროსი ინსპექტორი (ვეტექიმი);

თ) ინსტრუქტორი;

ი) მომვლელი;

კ) კანცელარიის უფროსი;

ლ) მბეჭდავ-მემანქანე;

მ) სამორიგეო ნაწილის უფროსი;

ნ) სამორიგეო ნაწილის ინსპექტორი;

ო) სამორიგეო ნაწილის ინსპექტორის თანაშემწე;

პ) ასეულის მეთაური;

ჟ) ასეულის მეთაურის მოადგილე;

რ) ოცეულის მეთაური;

ს) ყარაულის უფროსი;

ტ) რიგითი.“.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                       როლანდ გილიგაშვილი