საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1611-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.018029
1611-VIIIმს-Xმპ
25/05/2022
ვებგვერდი, 27/05/2022
010250000.04.001.018029
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.“.

2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“.

3. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს ამ საკრებულოს პირველ სხდომას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.“.

4. მე-40 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.“.

5. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.“.

6. 73-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თბილისის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო − თბილისის მერი − არის თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი. თბილისის მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − თბილისის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თბილისის მერის არჩევის წესი დგინდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს იმ არჩეული წევრის უფლებამოსილება, რომლის უფლებამოსილებაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, მაგრამ რომლის არჩევა დასტურდება შესაბამისი შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე იმ წევრის უფლებამოსილება, რომლის უფლებამოსილებაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, მაგრამ რომლის ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტი ძალაშია შესული.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

25 მაისი 2022 წ.

N1611-VIIIმს-Xმპ