“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 02/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.10.008.005.852
  • Word
118
23/05/2003
სსმ, 49, 02/06/2003
220.010.040.10.008.005.852
“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.10.008.005.852

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №118

2003 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2, 33-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში (საკანონმდებლო მაცნე” №16, მუხლი 117, გვ. 7, 21.02.2002) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

    მუხლი 1

დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამოწმებს გამყიდველის სტატუსით ვაჭრობის მონაწილეთა საკორესპონდენტო ანგარიშებზე შესაბამისი სახსრების არსებობას (ამასთან, შესაბამისი განაცხადების წარმოდგენიდან აუქციონის შედეგების მიხედვით საბოლოო ანგარიშსწორებების დასრულებამდე საქართველოს ეროვნული ბანკი (მათთან შეთანხმებით) აჩერებს აქტიურ ოპერაციებს გამყიდველის სტატუსით ვაჭრობის მონაწილეთა საკორესპონდენტო ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში”). ასევე, ამოწმებს CAMEL-ის სისტემით მყიდველის სტატუსით მონაწილე ბანკებისათვის მინიჭებულ რეიტინგს (ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს ინფორმაციის საფუძველზე)”.

    მუხლი 2

სესხის გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულების (საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის” დებულების დანართი №2) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კრედიტორი თანახმაა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უშუალოდ განახორციელოს ეროვნულ ბანკში მისი საკორესპონდენტო ანგარიშიდან თითოეულ აუქციონზე შემდგარ გარიგებასთან დაკავშირებული ოპერაციები, აგრეთვე კრედიტორის მიერ შესაბამისი განაცხადის წარმოდგენიდან აუქციონის შედეგების მიხედვით საბოლოო ანგარიშსწორებების დასრულებამდე შეუჩეროს აქტიური ოპერაციები მის საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში”.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი                                                            მ. კაკულია