დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 301 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 09/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.010.000.11.117.005.861 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.005.861
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №301
2003 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მიმდინარე რეფორმების წარმატებით გაგრძელებისათვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2002 წლის დეკემბრის მისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით (სსმ III, 2001წ., №1, მუხლი 3) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. სახაზინო სამსახურის დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი პუნქტები:
„6. ხაზინა მონაცემთა ერთიანი ბაზის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე შეიმუშავებს სახაზინო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ახალი ამოცანების კვლევისა და მათი დამუშავების მეთოდებს;
7. ხაზინა სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს სამსახურის მიერ გასაწევი აუცილებელი, გადაუდებელი ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ხარჯების პროგნოზირებას”.
2. სახაზინო სამსახურის დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:
ზ) „ინფორმატიკის დეპარტამენტი”;
თ) „განვითარებისა და პროგნოზირების დეპარტამენტი”.
და ეს პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„4. ხაზინის ცენტრალური აპარატი მოიცავს შემდეგ დეპარტამენტებს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი;
ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი;
გ) საოპერაციო დეპარტამენტი;
დ) საანგარიშსწორებო ცენტრი;
ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ზ) ინფორმატიკის დეპარტამენტი;
თ) განვითარებისა და პროგნოზირების დეპარტამენტი”.
3. ინფორმატიკის დეპარტამენტისა და განვითარებისა და პროგნოზირების დეპარტამენტების რიცხოვნობა განისაზღვროს 7-7 საშტატო ერთეულით სახაზინო სამსახურისათვის გამოყოფილი რიცხოვნობის ფარგლებში.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები