“საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 3/144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი.
მიღების თარიღი 17/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 27/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.11.107.005.909
  • Word
3/144
17/06/2003
სსმ, 64, 27/06/2003
450.190.000.11.107.005.909
“საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს კულტურის მინისტრი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.11.107.005.909

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №3/144

2003 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

 საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულებაში (საქართველოს კულტურის მინისტრის 2002 წლის 3/62 ბრძანება „საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები თანახმად დანართისა.

ს. გოგიბერიძე

დანართი

„საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.”

1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

    მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები.

1. საბჭო შედგება ოთხი სექციისგან;

 ა) წინარექრისტიანული, შუა საუკუნეებისა და არქეოლოგიის სექცია;

 ბ) ურბანული მემკვიდრეობის სექცია;

 გ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების სექცია;

 დ) მოძრავი ძეგლების სექცია.

2. წინარექრისტიანული, შუა საუკუნეებისა და არქეოლოგიის სექცია იხილავს:

ა) საკულტო, საფორტიფიკაციო არქიტექტურის და არქეოლოგიური ძეგლების კონსერვაციის, რესტავრაციის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და ადაპტაციის პროექტებს;

ბ) უძრავ ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოთა მეთოდურ საკითხებს;

გ) უძრავ ძეგლებზე მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოთა ანგარიშებს;

დ) უძრავი ძეგლების ნიშნის მქონე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხებს;

ე) უძრავი ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების, შეცვლის და მოხსნის საკითხებს;

ვ) უძრავი ძეგლების დამცავი ზონების დადგენის საკითხებს.

3. ურბანული მემკვიდრეობის სექცია იხილავს:

ა) ისტორიული დასახლებების დაგეგმარების, განაშენიანების და რეკონსტრუქციების საპროექტო წინადადებებსა და პროექტებს;

ბ) ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვის და რეგულირების ზონების საზღვრებში ცალკეული შენობების რესტავრაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, ადაპტაციის და ახალი შენობა-ნაგებობების საპროექტო წინადადებებსა და პროექტებს;

გ) ქალაქის ისტორიულ გარემოში დისონანსის შემტანი შენობა-ნაგებობების ან ან მათი ნაწილების ლიკვიდაციისა და მათი ახალი, ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოსთან არქიტექტურულ-მხატვრული ხასიათისა და მასშტაბის შერწყმულ შენობა-ნაგებობებით ჩანაცვლების საკითხებს;

დ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში და რეგულირების ზონაში კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების საპროექტო წინადადებებს და პროექტებს მცირე ფორმების, საინჟინრო მოწყობილებებსა და რეკლამებს;

ე) ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ, ისტორიულ დასახლებების არეალისათვის შემუშავებულ წინადადებებს;

ვ) უძრავი ძეგლების ნიშნის მქონე ობიექტებისათვის სტატუსის მინიჭების და მოხსნის საკითხებს;

ზ) უძრავი ძეგლებისათვის სტატუსის მინიჭების, შეცვლის და მოხსნის საკითხებს;

თ) საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლთა კონსერვაციის, რესტავრაციის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის საპროექტო წინადადებებსა და პროექტებს.

4. მონუმენტური სახვითი ხელოვნების სექცია იხილავს:

ა) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლების კონსერვაციისა და რესტავრაციის პროექტებს.

 ბ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოთა მეთოდურ საკითხებს;

გ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობას (ხელმძღვანელი და ჯგუფის წევრები);

დ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლზე მიმდინარე სამუშაოთა ანგარიშს, მუშაობის ყველა ეტაპზე;

ე) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლზე დასრულებულ სამუშაოს;

ვ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხებს;

ზ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლებისათვის კატეგორიების მინიჭების, ასევე შეცვლისა დ მოხსნის საკითხებს;

თ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლთა სატიტულო სიას.

5. მოძრავი ძეგლების სექცია იხილავს:

ა) მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიწების სკითხს;

ბ) მოძრავ ძეგლთა დაცვის პირობებსა და მოძრავ ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოთა წინადადებებსა და პროექტებს;

გ) მოძრავ ძეგლთა აღრიცხვა-პასპორტიზაციის საკითხებს;

დ) მოძრავ ძეგლთა დაცვასა და სისტემატიზაციასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-მეთოდურ საკითხებსა და რეკომენდაციებს;

ე) მოძრავი ძეგლების კლასიფიკაციასა და შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ვ) მოძრავი ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭებისა და ასევე შეცვლის საკითხებს;

ზ) ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტის სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვის საკითხს.“.

6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

    მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის წესი.

1. საბჭოს საქმიანობას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭო მუშაობას წარმართავს სექციების მეშვეობით.

ა) თითოეული სექცია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა, თუ მას ესწრება წევრთა 2/3;

ბ) სექციის სხდომებს თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე;

გ) საბჭოს თავმჯდომარე იწვევს ერთ-ერთ სექციას, საჭიროების შემთხვევაში, მთლიან საბჭოს;

დ) საბჭოსა და სექციაზე გასატან საკითხებს და გატანის პროცედურას ადგენს საბჭოს თავმჯდომარე;

ე) უძრავ ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოთა პროექტები სექციაზე განსახილველად არ მიიღება თუ ძეგლის მესაკუთრესა და დეპარტამენტს შორის არ არის გაფორმებული დაცვითი ხელშეკრულება;

 ვ) სექციაზე განსახილველად არ მიიღება პროექტი, თუ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაო უკვე განხორციელებულია;

ზ) სექცია გადაწყვეტილებას იღებს მთლიანი შემადგენლობის ნახევარზე მეტით;

თ) სექციის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რის საფუძველზეც დეპარტამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას.

3. თუ სექციის განსახილველი საკითხი სცილდება სექციის კომპეტენციის ფარგლებს, საკითხს წყვეტს მთლიანი საბჭო ხმათა უმრავლესობით:

ა) სექციის თითო სხდომაზე განსახილველ საკითხთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდს;

ბ) სექციის ყოველი წევრი ვალდებულია თავისი მოსაზრება განსახილველი საკითხის შესახებ დააფიქსიროს წერილობით და ჩააბაროს საბჭოს სწავლულ მდივანს;

გ) სექცია, როგორც წესი, იკრიბება თვეში ორჯერ. საბჭოს სამუშაოთა დღეა ორშაბათი. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე ნიშნავს დამატებით სხდომას.

4. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რის საფუძველზეც დეპარტამენტის თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

5. საბჭო წინასწარ განიხილავს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 12-კაციან სამთავრობო კომისიაზე გასატან საკითხებს და უმზადებს მას თავის წინადადებებს.“.