„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისადა დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისადა დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 629
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 30/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.918
  • Word
629
30/06/2003
სსმ, 65, 30/06/2003
010.240.030.11.106.005.918
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისადა დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.918

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 629

2003 წლის 30 ივნისის

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 783) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას, აკონტროლებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყოფებში, საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;”;

 2. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს;

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 8

     1. საერთო სამსახურის მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

     2. მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.”;

     4. მე-11 მუხლის ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „ბ) საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება.”;

     5. მე-12 მუხლის:

     ა) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

      „უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას, ახორციელებს კონტროლს მათ სწორ ექსპლოატაციაზე, უზრუნველყოფს საწვავ-საცხები მასალების განაწილებას არსებული ლიმიტის მიხედვით და აწესებს კონტროლს მის ეკონომიურად ხარჯვაზე, ამორტიზებული სატრანსპორტო საშუალებების ამოწერის მიზნით ამზადებს სათანადო საბუთებს.”;

     ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „2. საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება:

     ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას დეპარტამენტსა და დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში;

     ბ) ამოწმებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგებს დაწესებულებებსა და წარმოებებში, ატარებს ღონისძიებებს მატერიალური ფასეულობების დაცულობის უზრუნველსაყოფად;

     გ) კრებს, აანალიზებს და ზემდგომ ინსტანციებში წარადგენს საფინანსო, საბუღალტრო და სტატისტიკურ ანგარიშებს;

     დ) ამზადებს მიმოხილვით წერილებს, იხილავს საფინანსო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებულ საჩივრებსა და განცხადებებს.”.

     2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    რ. გილიგაშვილი