დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 633 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 30/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.106.005.922 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.922
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №633
2003 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 788) დამტკიცებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.
1. ინსპექციის მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
2. ინსპექციის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
3. ინსპექციის მოსამსახურეები ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობითა და ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.”.
2. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.”;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვა „განყოფილებების” შეიცვალოს სიტყვებით „ინსპექციის მოსამსახურეთა;”.
3. მე-12 და მე-13 მუხლები ამოღებულ იქნეს.
4. თავი VII ამოღებულ იქნეს.
5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15.
წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.”.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები