დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/196 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 30/07/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.190.000.11.107.005.978 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.11.107.005.978
საქართველოს კულტურის მინისტრის
ბრძანება №3/196
2003 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად:
შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები (დანართი 1) საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულებაში (საქართველოს კულტურის მინისტრის 2002 წლის №3/63 ბრძანება „საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”).
ს. გოგიბერიძე
დანართი 1
საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. დებულების მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობები
1. დეპარტამენტი დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად
ა) ავლენს და აღრიცხავს ძეგლებსა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებს, გარდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის კომპეტენციაში შემასვალი მოძრავი ძეგლებისა, უზრუნველყოფს მათ ექსპერტიზასა და კლასიფიკაციას;
ბ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და რეგისტრაციას;
გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად უზრუნველყოფს არქეოლოგიური და უძრავი ძეგლების დამცავი ზონების დადგენა-დამტკიცებას;
დ) კონტროლს უწევს უძრავი ძეგლებისა და მისი დამცავი ზონების გათვალისწინებას მიწის კადასტრისა და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შედგენის დროს;
ე) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო ბანკს;
ვ) ძეგლთა შეფასებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოყობს ექსპერტებს ან ქნის საექსპერტო კომისიებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს და აფინანსებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამებს;
თ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სახის სამუშაოს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ აყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს და სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით აცნობებს კანონის დარღვევის შესახებ;
კ) მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის გამოვლენისა და მოძრავი ძეგლის დაცვის მიზნით კონტროლს უწევს ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობას;
ლ) აწყობს ტენდერებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონით დადგენილი სხვა შემოსავლებიდან ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად;
მ) მონაწილეობს ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების მიმღებ კომისიაში, მიუხედავად ამ ძეგლის საკუთრების ფორმისა და სამუშაოს შემსრულებლისა;
ნ) საომარი მოქმედებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე;
ო) ახორციელებს სასწრაფო გადაუდებელ მცირე მოცულობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს;
პ) ექსპერტიზას უწევს უძრავ და მოძრავ ძეგლებზე ჩასატარებელ სამუშაოთა, ქალაქების ისტორიულ და რეგულირების ზონების საზღვრებში კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების, ცალკეულ შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელ სამუშაოთა, ახალი შენობა-ნაგებობებისა და განაშენიანების პროექტებს;
ჟ) გამოყოფილი მიწის ფართობზე ატარებს საექსპერტო დაზვერვით სამუშაოებს.“.
2. მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემედეგი რედაქციით:
მუხლი 4.
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსპექცია;
ბ) აღრიცხვა-პასპორტიზაციის სამსახური;
გ) საფინანსო ადმინისტრაციული სამსახური;
დ) უძრავი ძეგლების სამსახური;
ე) მოძრავი ძეგლების სამსახური;
ვ) იურიდიული განყოფილება;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
თ) საგარეო ურთიერთობის განყოფილება.
2. დეპარტამენტთან მოქმედებს სამეცნიერო-მეთოდური საბჭო. საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
2. მე-9 მუხლის ბ) პუნქტს დაემატოს ო) ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის ბ) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ. მუზეუმ-ნაკრძალები:
ბ. ა) ხელოვნების, ისტორიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი „ვარძია";
ბ. ბ) ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი „უფლისციხე";
ბ. გ) აკად. გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი;
ბ. დ) ქუთაის-გელათის ხელოვნებისა და ისორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
ბ. ე) ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიანთა-ვაშნარის არქეოლოგიისა და ისორიული მუზეუმ-ნაკრძალი;
ბ. ვ) მცხეთის ხელოვნებისა და ისორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
ბ. ზ) კლდეკარის ისტორიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი;
ბ. თ) დავით გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი;
ბ. ი) პარმენ ზაქარაიას სახ. ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
ბ. კ) დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
ბ. ლ) გრემ-ნეკრესის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
ბ. მ) ოთარ ლორთქიფანიძის სახ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
ბ. ნ) პეტრა-ციხისძირის არქიტექტურისა და არქეოლოგიის მუზეუმ-ნაკრძალი;
ბ. ო) ქსნის ხეობის არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები