დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 5 აპრილის №187 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებეების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 940 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 20/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/06/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.106.006.022 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.006.022
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №940
2003 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 5 აპრილის №187 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
I. საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 5 აპრილის №187 ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;
2. მინისტრის პირველი მოადგილე;
3. მინისტრის მოადგილეები;
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი;
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი;
6. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
7. სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
8. გენერალური ინსპექციის უფროსი;
9. საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;
10. ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი;
11. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი;
12. ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;
13. სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;
14. მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;
15. პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი;
16. ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსი;
17. სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი;
18. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის უფროსი;
19. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე;
20. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი;
21. „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მთავარი რედაქტორი;
22. მინისტრის აპარატის უფროსი, საბჭოს მდივანი.
II. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები