დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-257 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 115, 07/01/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.390.000.11.113.006.106 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.113.006.106
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის
2003 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
იაპონიის გრანტის პროგრამა 2KR-ის განხორციელებისას წამოჭრილი პრობლემების გადაჭრისა და პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:
1. „იაპონიის პროგრამა 2KR-ის ფარგლებში მიღებული სასოფლო-სამეურნეო გრანტის ათვისების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის №163 ბრძანებულების შესაბამისად მომხმარებელი უზრუნველყოფს იაპონური და პროგრამა 2KR-I-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებისა და მათი შესაბამისი მარაგნაწილების ღირებულების არანაკლებ 10%-ის, 2KR-II, 2KR-III, 2KR-IV-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ღირებულების არანაკლებ 20%-ის, 2KR-V-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ღირებულების არანაკლებ 30%-ის, 2KR-VI-ით და შემდგომ მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ღირებულების არანაკლებ 50%-ის და 2KR-II, 2KR-III, 2KR-IV, 2KR-V, 2KR-VI-ით და შემდგომ მიღებული მარაგნაწილების ღირებულების არანაკლებ 30%-ის გადახდას, ხოლო დანარჩენი თანხების შევსება გათვალისწინებულია სუბსიდირების წესით.“.
ბ) მე-4 მუხლის ქვეპუნქტი „ე” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განიხილავს და ამზადებს წინადადებას სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების დარჩენილი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების წესით შევსებაზე საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის №163 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.
გ) მე-4 მუხლს დაემატოს ქვეპუნქტი „ზ” შემდეგი რედაქციით:
„მმართველ ორგანოს წარუდგენს წინადადებებს საპარტნიორო ფონდში დაგროვილი თანხების გამოყენების შესახებ იაპონიის მხარესთან შესათანხმებლად.”;
დ) მე-5 მუხლს დაემატოს ქვეპუნქტი „ლ” შემდეგი რედაქციით:
„უფლებამოსილია იმ მოიჯარეებს, რომლებიც ექსპლოატაციას უწევდნენ რეალიზაციის გარეშე დარჩენილ სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებს და უზრუნველყვეს იაპონური და პროგრამა 2KR-I-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ღირებულების არანაკლებ 8%-ის, კომბაინებზე – არანაკლებ 15%-ის, ხოლო სხვა დანარჩენზე – არანაკლებ 10%-ის გადახდა გაუფორმოს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება კონკურსის პირობებით კონკურსში მონაწილეობის გარეშე.
ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მეორე პრიორიტეტი – ბეს გადახდა ღირებულების 15%-ის ოდენობით (იაპონური და 2KR-I-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების შემთხვევაში 5%).“.
2. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
საფუძველი: საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის №163 ბრძანებულება „იაპონიის პროგრამა 2KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ”.
ნ. მამალაძე
მინისტრის პირველი მოადგილე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები