დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 30/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 116, 08/10/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.280.010.14.011.006.111 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.14.011.06.111
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №19
2003 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
სსიპ “საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის” (სთრეც) 2003 წლის 6 აგვისტოს №010/01-67 და 15 აგვისტოს №010/01-68 განაცხადების, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 4 აგვისტოს №860/15 მომართვისა და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სათანადო წერილების, აგრეთვე, სს “ეი-ი-ეს თელასის” 2003 წლის 3 სექტემბრის №1-04/377 განაცხადის საფუძველზე, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” და “თ” ქვეპუნქტების, აგრეთვე, 42-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1.
1. “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №88 15.08.2003 წ. მუხლი 759) შევიდეს შემდეგი ცვლელებები:
2. მე-6 მუხლი (მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. “მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების და სსიპ “საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის” (სთრეც) მომსახურების კომპონენტი განისაზღვროს 0.1 თეთრი/კვტსთ, მათ შორის სთრეცისთვის 0.005 თეთრი/კვტსთ. თანხა ჩაირიცხება სესბის ტრანსფერტულ ანგარიშზე და აუნაზღაურდება შესაბამის ლიცენზიანტებს.”
დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
“მუხლი 14I
1. ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-9 მუხლის პირველი პუნქტები ამოქმედდეს 2003 წლის 1 დეკემბრიდან;
2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2003 წლის 1 დეკემბრამდე მოსახლეობის მიერ 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი ქ. თბილისში, სს “ეი-ი-ეს თელასის” აბონენტებისთვის, განისაზღვროს 10,15 თეთრი/კვტსთ-ით;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების პერიოდში:
ა) სს “ეი-ი-ეს თელასის” მიერ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან ელექტროენერგიის შესასყიდი, მათ შორის ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტების ტარიფები უცვლელია და განისაზღვრება ამ დადგენილების 1-ლი-მე-6 მუხლების შესაბამისად;
ბ) სს “ეი-ი-ეს თელასის” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით:
ცხრილი №12
| № | ძაბვა | თეთრი/კვტსთ |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | 220-380 ვოლტი (მოსახლეობა) | 6.253 |
| 2 | 220-380 ვოლტი (მოსახლეობის გარდა) | 7.52 |
| 3 | 6-10კილოვოლტი | 5.52 |
“.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს და მიეცეს უკუქცევითი ძალა 2003 წლის 1 სექტემბრიდან.
თავმჯდომარე დ. მირცხულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები