ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებასა და “საბაზრო წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებასა და “საბაზრო წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 04/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 11/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.14.011.006.221
  • Word
25
04/12/2003
სსმ, 143, 11/12/2003
300.290.000.14.011.006.221
ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებასა და “საბაზრო წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.14.011.006.221

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება 25

2003 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის 11 დადგენილებასა და „საბაზრო წესებში” ცვლილებების შეტანის შესახებ

ელექტრონერგეტკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სემეკმა დაადგინა:

    მუხლი 1

საბაზრო წესების” დამტკიცების, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის 2 დადგენილებისა და საბაზრო წესების” დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის 2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 2000 წლის 14 თებერვლის 1 დადგენილების გაუქმების შესახებ” სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის 11 დადგენილების (სსმ III, 2001 წლის 17 სექტემბერი,98, მუხ. 715) სათაური ჩამოყალიბდეს შემეგნაირად: „საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ”.

    მუხლი 2.

სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის 11 დადგენილებით დამტკიცებულ საბაზრო წესებში” განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 18. სპეციალური ანგარიში

1. ამ წესების მე-17 მუხლის შესაბამისად ელექტრობაზრის წევრები ელექტრობაზრის მონაწილეობით საბანკო დაწესებულებაში ხსნიან სპეციალურ საკონტოკორენტო ანგარიშს, რომელზეც თავს იყრის ელექტრობაზრის მყიდველების მიერ საბაზრო წესების მიხედვით გადახდილი მთელი თანხები.

2. სპეციალური ანგარიშებიდან თანხების უშუალო (პირდაპირი) გადარიცხვები ელექტრობაზრის გამყიდველებისათვის წარმოებს თვეში ორჯერ საბანკო ოპერაციების განხორციელების მოხერხებულობიდან გამომდინარე, წინასწარ მომზადებული, აღმასრულებელი საბჭოს მიერ მოწონებული წესის მიხედვით, რომელიც ცნობილია ელექტრობაზრის ყველა წევრისათვის, ამ უკანასკნელის შედგენის საფუძველია ელექტრობაზრის გამყიდველების მიერ მოწოდებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) და მომსახურების მოცულობები, მათი საბითუმო ფასები და ყოველი გამყიდველის სრული თანასწორუფლებიანობა.”;

ბ) 22-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ ელექტრობაზრის სპეციალურ ანგარიშზე წარმოიშვება თანხების უკმარისობა, და შესაბამისად ელექტრობაზარი ვერ ახერხებს მე-7 პუნქტის შესაბამისად საჭირო თანხების გადახდას, საბაზრო ფონდების დირექტორი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გენერალურ დირექტორს და აღმასრულებელ საბჭოს. ამავე დროს საბაზრო ფონდების დირექტორი რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით ანგარიშობს გადასახდელ თანხებს შემდეგნაირად:”.

    მუხლი 3

ეს დადგენილება გარდა მე-2 მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-2 მუხლი – 2004 წლის 1 აპრილიდან.

დ. მირცხულავა