“ჯანდაცვის სამინსტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” ჯანმრელობის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის №32/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 6/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 24/01/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 12/01/2004
სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.302
  • Word
6/ნ
12/01/2004
სსმ, 5, 24/01/2004
470.010.000.11.119.006.302
“ჯანდაცვის სამინსტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” ჯანმრელობის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის №32/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
“ჯანდაცვის სამინსტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” ჯანმრელობის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის №32/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.302

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის მინისტრის ბრძანება №6/

2004 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის №32/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის №32/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულების მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “მ” ქვეპუნქტი:

„მ) სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა”;

ბ) დებულების მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ე” ქვეპუნქტი:

„ე) სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის კონტროლი”.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ა. გამყრელიძე