დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2768-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/04/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.020844 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-10 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტები: „დ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში; ე) საგადასახადო შეთანხმების აქტის მოქმედების პერიოდში; ვ) ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება: ა) საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში; ბ) ამ კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.“. 2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 56-ე ნაწილი: „56. დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) − პირი (გარდა ფიზიკური პირის მიერ დაარსებული ფილიალისა, რომელიც არის მეწარმე ფიზიკური პირი), რომლის მიმართაც, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაცია (რომლის ლიკვიდაციის პროცესიც მიმდინარეობს).“. 3. 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საერთაშორისო კომპანიის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, იწვევს მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას ამ საქმიანობის დაწყების წლის 1 იანვრიდან.“. 4. 39-ე მუხლის 11 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) პირისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების შეზღუდვის (მათ შორის, გამოწერის/გაცემის შეჩერების) შესახებ.“. 5. 44-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.“. 6. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 55. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) 1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს/ვალდებულებებს ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის ეს საწარმო/ორგანიზაცია, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციისას/საქმიანობის შეწყვეტისას (საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას) საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და საგადასახადო დავალიანების გადახდას სოლიდარულად ახორციელებენ აღნიშნული საწარმოს პარტნიორები/მონაწილეები. 3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით უბრუნებს აღნიშნულ საწარმოს/ორგანიზაციას.“. 7. 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის;“. 8. 64-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 9. 73-ე მუხლის: ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის ოდენობა საბაზრო ფასით განსაზღვროს. ამ ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესებს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ეს ნაწილი არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“; ბ) მე-9 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) დღგ-ის მიზნისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი, მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევებსა და წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. 10. 82-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. 11. 89-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“. 12. 135-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“. 13. 153-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ და იმავე ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია.“; ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი: „12. არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ.“. 14. 165-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი: „71. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.“. 15. 173-ე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) საქართველოს საბაჟო კოდექსის: ფ.ა) 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით; ფ.ბ) 152-ე მუხლის შესაბამისად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავებით მიღებული გადამუშავებული პროდუქტის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით;“. 16. 188-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის ცხრილის: ა.ა) მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.ბ) მე-12 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 გრაფა: „
“; ბ) 1 1 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი.“; გ) 12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ სიგარეტებზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02, 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონელზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის საცალო სარეალიზაციო ფასს და მისი დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. 17. 189-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში მითითებული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი 100 პროცენტის ოდენობით.“. 18. 192-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პირის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები დაბრუნებას ექვემდებარება. 6-თვიანი პერიოდის გასვლის მომდევნო დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის მიიჩნევა აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, გადასახდელად დარიცხული აქციზი გადაანგარიშდება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად. შენიშვნა: ამ ნაწილის მოქმედების წესი ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“. 19. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 გრაფით გათვალისწინებული საქონლისა და იმავე ცხრილის მე-13 გრაფით გათვალისწინებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2912 11 000 00 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი, თუ ეს საქონელი არააქციზური საქონლის საწარმოებლად გამოიყენება. შენიშვნა: აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს საბაჟო კოდექსის: ი.ა) 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით; ი.ბ) 152-ე მუხლის შესაბამისად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული აქციზური საქონლის გადამუშავებით მიღებული აქციზური საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით;“. 20. 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული მსუბუქი ავტომობილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი 100 პროცენტის ოდენობით.“. 21. 199-ე მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისთვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი; ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული, თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ღ“ და „ძ“–„ჯ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი და იმავე მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის დროებით შემოტანა;“; გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები: „კ1) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის) შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებით შემოტანა; კ2) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანა;“. 22. 205-ე მუხლის: ა) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ და იმავე ვადაში წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია.“; ბ) 131 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „131. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 23. 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“. 24. 286-ე მუხლის მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი; ვ) თითოეული მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური ფირნიშის ნომერი (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის).“. 25. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2885 მუხლი: „მუხლი 2885. დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 ნაწილისა და მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 ნაწილი და მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 5 აპრილი 2023 წ. N2768-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები