„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №10 ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკცების შესახებ” დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში” დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 05/05/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 11/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.118.006.477
  • Word
203
29/04/2004
სსმ, 47, 05/05/2004
010.240.030.11.118.006.477
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №10 ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკცების შესახებ” დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში” დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.118.006.477

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №203

2004 წლის 29 აპრილი

 ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის  №10 ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში“ დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულების „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ” შესაბამისად და მისი შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №10 ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში (სსმ III, №7, 21.01.2002 წ., მუხ. 52, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ე) ქვეპუნქტი:

„ე) „ცხელ ხაზზე” შემოსულ ინფორმაციებზე რეაგირების განყოფილება;” და მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა

გენერალური ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული დანაყოფებისაგან:

ა) ოპერატიული რეაგირების სამმართველო;

ა.ა.) შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნარკომანიის წინააღმედეგ ბრძოლის განყოფილება;

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახური;

გ) ანალიზის, შიდა აუდიტის და რეგიონალური კონტროლის სამსახური;

დ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შს სამინისტროების გენერალური ინსპექცია;

ე) „ცხელ ხაზზე” შემოსულ ინფორმაციებზე რეაგირების განყოფილება.”

ბ) დებულების მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21  პუნქტი:

„21 .“ ცხელ ხაზზე” შემოსულ ინფორმაციებზე რეაგირების განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს „ცხელი ხაზის” სადღეღამისო მუშაობას, შემოსული ინფორმაციების რეგისტრაციას, ქვემდებარეობით განსაზღვრას და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას.”

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.

გ. ბარამიძე