დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ “საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ” წესში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 10/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 20/09/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.17.014.006.668 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.006.668
საქართველოს ფასიანი ქაღალდებისეროვნული კომისიის
დადგენილება №40
2004 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ “საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ” წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში „საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ“ („სსმ III, 2002 წ.,“, №119, მუხ.1014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟის გარეშე ნასყიდობა, მისი დამალვა არასაბირჟო გარიგებით, ამ წესის მე-5 მუხლის არამართლზომიერად გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება, ან საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა ან მათი მიმოქცევის სხვა წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევით დადებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.”
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს რედაქციით:
„მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს კანონით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობანი გააჩნია. ამასთან, ქვემოაღნიშნული ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობებით:
ა) „არასაბირჟო გარიგებები“ – ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ის გარიგებები საჯარო ფასიანი ქაღალდით, რომლებიც საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ გატანის გარეშე, საბროკერო კომპანიის მეშვეობით იდება;
ბ) „განკარგულება“ – ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისადმი წარსადგენი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც საკუთრების უფლების წარმოშობას, შეცვლას ან/და შეწყვეტას ადასტურებს იმ საჯარო ფასიან ქაღალდზე, რომლის რეესტრსაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი აწარმოებს. განკარგულება სამი სახისაა:
ბ.ა) „გასხვისების განკარგულება“ – რომელიც დგება საბროკერო კომპანიის მეშვეობით იმ არასაბირჟო გარიგების მხარეთა დავალებით, რომლის შედეგადაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი თავის პირად ანგარიშზე არსებულ საჯარო ფასიან ქაღალდებს არასაბირჟო გარიგებით ასხვისებს;
ბ.ბ) „გირავნობის განკარგულება“ – რომელიც დგება საბროკერო კომპანიის მეშვეობით იმ არასაბირჟო გარიგების მხარეთა დავალებით, როგორიც საჯარო ფასიანი ქაღალდის დაგირავებაა და რომლის შედეგადაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი თავის პირად ანგარიშზე არსებულ საჯარო ფასიან ქაღალდებს აგირავებს;
ბ.გ) „გადასაცემი განკარგულება“ – რომელიც დგება რეგისტრირებული მფლობელის მიერ თავის პირად ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ნომინალური მფლობელი ფასიან ქაღალდებს გადასცემს იმ პირს (კლიენტს), რომლის ინტერესებისთვის და დავალებით იგი ნომინალურად ფლობდა ფასიან ქაღალდებს ან შეიძინა ისინი;
გ) „გაყიდვა“ – გამოყენებულია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ცნების „ნასყიდობა” შესაბამისი მნიშვნელობით;
დ) „დაკავშირებული პირები“ – ორი ან მეტი პირი, რომლებიც შეთანხმებულნი არიან ანგარიშვალდებული საწარმოს კონტროლის, მართვის ან/და აქციონერთა საერთო კრებაზე ხმის მიცემის ურთიერთკოორდინირებულად განხორციელებაზე.
ე) „საბირჟო ვაჭრობა“ – ფასიანი ქაღალდის ნასყიდობის გარიგების დადება საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიაზე.
ვ) „პირადი ანგარიში“ – ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელის სახელზე გახსნილი ფასიანი ქაღალდების ანგარიში;
ზ) „ლისტინგი“ – ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება თვითრეგულირებადი ორგანიზაციის მოქმედი წესების მოთხოვნების შესაბამისად.”;
გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბროკერო კომპანიის მეშვეობით უნდა დაიდოს შემდეგი არასაბირჟო გარიგებები:
ა) საჯარო ფასიანი ქაღალდის ჩუქება;
ბ) საჯარო ფასიანი ქაღალდის დაგირავება;
გ) საჯარო ფასიანი ქაღალდების ნასყიდობა სატენდერო შეთავაზებით;
დ) საჯარო ფასიანი ქაღალდების მსხვილი პაკეტის ნასყიდობა;
იმ საჯარო ფასიანი ქაღალდის ნასყიდობა ან გაცვლა, რომელიც საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული არ არის;
ვ) ემიტენტის მიერ საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 531 მუხლის თანახმად;
ზ) სხვა გარიგებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს“;
დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს რედაქციით:
„2. არასაბირჟო გარიგება დადებულად ჩაითვლება, თუ იგი განხორციელდა საბროკერო კომპანიის მეშვეობით, ამასთან, საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდ(ებ)ის ნასყიდობა სატენდერო შეთავაზებით, მსხვილი პაკეტის ნასყიდობა და გამოსყიდვა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 531 მუხლის თანახმად - საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაფიქსირების მოთხოვნის დაცვით. არასაბირჟო გარიგების შედეგად საჯარო ფასიან ქაღალდ (ებ)ზე საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან/და შეწყვეტილად ჩაითვლება:
ა) ამ გარიგების ფაქტთა შესახებ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სათანადო ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან, რისთვისაც მას უნდა წარედგინოს საბროკერო კომპანიის მეშვეობით შედგენილი განკარგულება;
ბ) ნომინალურ მფლობელთან სათანადო ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან, თუ გარიგების ყველა მხარე ერთი და იმავე ნომინალური მფლობელის კლიენტია და გარიგების საგნად არსებული ფასიანი ქაღალდ(ებ)ი ამ ნომინალურ მფლობელს აქვს გადაცემული.”.
ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო ფასიანი ქაღალდის გაყიდვას ადგენს“;
ე.ბ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ბ) „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 3.5 მუხლის მიხედვით საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვისას საჯარო ფასიან ქაღალდ(ებ)ზე საკუთრების უფლების შეწყვეტა, ასევე საკუთრების უფლების წარმოშობა ამ ფასიანი ქაღალდ(ებ)ის სხვა პარტნიორ(ებ)ზე გადაცემისას;“;
ვ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო გარიგებით შეძენა-გასხვისებისას (ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა, გამოსყიდვა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 531 მუხლის თანახმად) საბროკერო კომპანიის მიერ შედგენილ უნდა იქნეს გასხვისების განკარგულება ამ წესის დანართი 1-ით გათვალისწინებული ფორმით, ხოლო დაგირავებისას - გირავნობის განკარგულება დანართი 2-ით გათვალისწინებული ფორმით.“;
ზ) მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:
„დ) გარიგება დაფიქსირებულია საფონდო ბირჟაზე - იმ შემთხვევაში, როდესაც ფასიანი ქაღალდი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ლისტინგშია დაშვებული.“;
თ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თუ განკარგულება მისი შემდგენი საბროკერო კომპანიისაგან განკარგულების წარდგენაზე უფლებამოსილი პირის მიერაა წარდგენილი და ამ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მისი წარდგენა ამ საბროკერო კომპანიას აქვს დავალებული.“
ი) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ე) გასხვისების შემთხვევაში: მითითება გარიგების სახეზე (ნასყიდობა, ნასყიდობა სატენდერო შეთავაზების გზით, მსხვილი პაკეტის ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა, ემიტენტის მიერ საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 531 მუხლის თანახმად); გადაცემის შემთხვევაში: მითითება გადაცემის სახეზე (მესაკუთრის მიერ ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა, ნომინალური მფლობელის მიერ მესაკუთრისათვის გადაცემა); ხოლო გირავნობის შემთხვევაში: უზრუნველსაყოფი მოთხოვნის მოცულობა, სარგებლის ოდენობა, მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა, შესაძლო მესამე მოვალის ვინაობა);”;
კ) წესის დანართის 1-ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:
| 2. მონაცემები გასხვისებისა და გასხვისებული ფასიანი ქაღალდების შესახებ: | ||||||
| • ემიტენტის სახელწოდება: | ............................................................................................................ | |||||
| • კლასი: | ............................................................................................................ | |||||
| • ფქსსნ (თუ მინიჭებული აქვს): | ............................................................................................................ | |||||
| • რაოდენობა: | ............................................................................................................ | |||||
| • გარიგების სახე: | ||||||
|
| ჩუქება | გაცვლა | სესხება | ნასყიდობა. ამასთან, თუ ნასყიდობა შემდეგი სახით ხდება, შესაბამისი უჯრედი აღინიშნოს: | ||
|
|
| ნასყიდობა სატენდერო შეთავაზებით | ||||
|
| მსხვილი პაკეტის ნასყიდობა | |||||
|
| გამოსყიდვა („მეწარმეთა შესახებ” კანონის 531 მუხლის მიხედვით) | |||||
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე მ. ჯიბუტი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები