„სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 16/09/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.11.106.006.673
  • Word
1110
14/09/2004
სსმ, 101, 16/09/2004
100.060.010.11.106.006.673
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.11.106.006.673

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1110

2004 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული სრულყოფისა და ამ სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

I. ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებით (სსმ III, 2001წ., №122, მუხ. 881) დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფთა გადაყვანის წესს (დანართი №2) დაემატოს ქვეპუნქტი ,,ვ” შემდეგი რედაქციით:

,,ვ) სარეჟიმო-ოპერატიული მონაცემების საფუძველზე, პატიმართა და მსჯავრდებულთა უსაფრთხოების ზომებიდან ან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს წერილობითი განკარგულების საფუძველზე (რომლის ასლიც გაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს) მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანოს პატიმართა და მსჯავრდებულთა გარკვეული რაოდენობა.”.

II. 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან ავადმყოფთა გაწერის წესს” (დანართი №3) დაემატოს ქვეპუნქტები ,,გ – ვ”, პუნქტები მე-2, მე-3 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორს, განსაკუთრებულ შემთხვევაში სარეჟიმო და ოპერატიული მონაცემების საფუძველზე, დაწესებულებისა და პატიმრის უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე უფლება აქვს სამკურნალო დაწესებულებიდან 7 დღის განმავლობაში შეაჩეროს გამოჯანმრთელებული პატიმრის გაწერა, რის შესახებაც ავადმყოფობის ისტორიაში სამკურნალო დაწესებულების დირექტორისა და მთავარი ექიმის მიერ კეთდება ერთობლივი ჩანაწერი, ხოლო მკურნალი ექიმის მიერ კურსუსებში იწერება ,,ჯანმრთელი”;

დ) სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრის არასამედიცინო ჩვენებით 7 დღეზე მეტი ხნით დაყოვნების შემთხვევაში მკურნალი ექიმის მიერ ავადმყოფობის ისტორია იხურება, ხოლო პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში ოპერატიული თვალსაზრისით ყოფნის აუცილებლობის შესახებ დაწესებულების დირექტორი წერილობით მიმართავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და კურატორ მინისტრის მოადგილეს და მხოლოდ მათგან მიღებული თანხმობის შემდგომ აგრძელებს პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში დაყოვნების პროცესს;

ე) არასამედიცინო ჩვენებით პატიმრის 1 თვეზე მეტი დროით დაყოვნების შემთხვევაში ზემოაღნიშნული მანიპულაცია უნდა განმეორდეს ყოველთვიურად;

ვ) სამკურნალო დაწესებულების დირექტორი არასამედიცინო მოტივით სამკურნალო დაწესებულებაში დაყოვნებულ პატიმართა სიას და დაწესებულებაში მათი დაყოვნების სავარაუდო ვადების შესახებ ინფორმაციას ყოველი თვის 5 რიცხვამდე წარუდგენს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.

2. სამკურნალო დაწესებულებაში თვის განმავლობაში სამედიცინო ჩვენების გარეშე გადაყვანილ და დაყოვნებულ პატიმართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დაწესებულების გეგმური ლიმიტის ოთხ (4)%-ს.

3. აღნიშნულ საკითხებზე სასჯელაღსრულებისა და სამედიცინო დეპარტამენტს შორის წარმოებული მიმოწერის დროს დაცულ იქნეს კონფიდენციალურობის პრინციპი.”.

III. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი