“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებყლ “კომერციული ბაკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებყლ “კომერციული ბაკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 06/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.006.734
  • Word
212
30/09/2004
სსმ, 110, 06/10/2004
220.020.000.18.011.006.734
“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებყლ “კომერციული ბაკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.006.734

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 212

2004 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის 234 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხ-ლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის 234 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” (სსმ III, 2002 წ., 96, მუხ. 833) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.  მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ” ქვეპუნქტი:

„დ)    ბანკის ის სტრუქტურული ერთეული (ან თანამდებობა), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურების დაცვისათვის.“.   

2.  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნამდე პირის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით იქონიოს დასანიშნი პირის შესახებ ამ დებულებით დადგენილი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს მასში არსებული ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტის დეტალური შემოწმება;

ბ)  ბანკის ადმინისტრატორად დანიშვნამდე განსაზღვროს აკმაყოფილებს თუ არა დასანიშნი პირი ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს“.

3.  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21.    მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკის ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი არის:

ა)  სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისათვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;

ბ)  სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას არდაქვემდებარებული პირებისათვის – ბანკის შესაბამისი დოკუმენტის (ოქმი, ბრძანება და სხვ.) გამოცემის თარიღი.“.

4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ადმინისტრატორის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელ ინფორმაციას (დანიშვნის თარიღისათვის განახლებული კადრების აღრიცხვის ფურცელი, ამონაწერი შრომის წიგნაკიდან და/ან წინა სამუშაო ადგილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები)“.

5. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” და „ზ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)     2 სარეკომენდაციო წერილს (გაცემულს იმ პირთა მიერ, რომლებთანაც მუშაობდა პირი);

ზ) ცნობას ნასამართლობის შესახებ რეზიდენტი პირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო არარეზიდენტი პირებისათვის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოდან, ლეგალიზებულს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

6. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის თ” და ი” ქვეპუნქტები:

„თ)    ბანკის სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ;    

ი) შესაბამის სასამართლო დადგენილებას ან/და სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირების შესახებ, ხოლო ბანკის შესაბამის დოკუმენტს (ოქმი, ბრძანება და სხვ.) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას არდაქვემდებარებული პირების შესახებ.“.

7. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.     ბანკის სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭომ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს:

ა) ყოველწლიურად 31 იანვრამდე ინფორმაცია მოქმედი ადმინისტრატორების ვალების შესახებ 1 იანვრის მდგომარეობით;

ბ)  მოქმედი ადმინისტრატორების მიერ თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.        

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი ი. ვახტანგიშვილი