ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 15 აგვიტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 15 აგვიტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 29/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 126, 05/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.006.795
  • Word
15
29/10/2004
სსმ, 126, 05/11/2004
300.320.000.16.009.006.795
ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 15 აგვიტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.006.795

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №15

2004 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სს „თელასის” 2004 წლის 23 სექტემბრის №1-04/149, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” 2004 წლის 5 ოქტომბრის №82/22-4 და სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” 2004 წლის 4 ოქტომბრის №05/273 მომართვების შესაბამისად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” და „თ” ქვეპუნქტების, აგრეთვე 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2004 წლის 15 ოქტომბერს განიხილა საკითხი და ადგენს:

    მუხლი 1.

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №88, 15.08.2003 წ., მუხ. 759) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-14I მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-9 მუხლის პირველი პუნქტები ამოქმედდეს 2005 წლის 15 მაისიდან.

 2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2005 წლის 15 მაისამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი ქ. თბილისში, სს „თელასის” აბონენტებისათვის, განისაზღვროს 10,15 თეთრი/კვტსთ-ით;”;

 ბ) მე-14III მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2005 წლის 15 მაისამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” აბონენტებისათვის, განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით.

 2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2003 წლის 30 ოქტომბრამდე და 2004 წლის 1 მაისიდან 2005 წლის 15 მაისამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” აბონენტებისათვის განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით.”.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე   გ. თავაძე