დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016765 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებით (სსმ, №165, 17/12/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მონეტარულ ოპერაციებს ეროვნული ბანკი ახორციელებს საქართველოში მოქმედ რეზიდენტ კომერციულ ბანკებთან, მიკრობანკებთან და უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალებთან (შემდგომში – ბანკები), რომელთაც შესაბამისი ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში.“. 2. მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) ანგარიშსწორების ანგარიში – ეროვნული ბანკისა და ბანკების ანგარიშები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებად დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში;“. 3. მე-12 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების ფლობის და განკარგვის უფლება აქვთ ბანკებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველად აუქციონზე შეძენა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შეუძლიათ მხოლოდ ბანკების მეშვეობით.“; ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ეროვნული ბანკი ბანკებს აუქციონის ჩატარების შესახებ აცნობებს არაუგვიანეს ერთი საბანკო დღით ადრე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები