საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №2-10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №2-10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 2-231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 26/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 06/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.006.854
  • Word
2-231
16/11/2004
სსმ, 136, 26/11/2004
340.170.000.22.032.006.854
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №2-10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.006.854

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-231

2004 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №2-10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად და კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის სფეროსა და მოცულობის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვბრძანებ:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს „კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 18 იანვ-რის № 2-10 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2002წ., №7, მუხ. 53) დამტკიცებული კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში, წარმოადგენს სამსახურს მინდობილობის გარეშე, მოქმედებს მისი სახელით.

2. სამსახურის უფროსს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეთა უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ.

3. სამსახურის უფროსი:

ა) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სტრუქტურული და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს წინადადებებს მინისტრს სამსახურის დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

დ) ხელმძღვანელობს და ქმნის მეცნიერ ექსპერტთა საბჭოს, სადეგუსტაციო და საატესტაციო კომისიებს;

ე) წარმოადგენს სამსახურს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;

ვ) აფორმებს ხელშეკრულებებს შესაბამის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ზ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს;

თ) კონტროლს აწესებს ხარჯთაღრიცხვით გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინარულ ღონისძიებებს შეუფარდებს სამსახურის თანამშრომლებს;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს”.

2. კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურმა (თ. ჭელიძე) სამინისტროს იურიდიულ სამმართველოსთან (გ. მერაბიშვილი) ერთად უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლ. ჭითანავამ.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შერვაშიძე