ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3551-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.021078
3551-XIIIმს-Xმპ
04/10/2023
ვებგვერდი, 24/10/2023
360160000.05.001.021078
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13“ ქვეპუნქტი:

„ჰ13) სურსათის ნარჩენები − „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სურსათის ნარჩენები.“.

2. მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუნიციპალური ნარჩენების (მათ შორის, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების, სურსათის ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების) სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

4 ოქტომბერი 2023 წ.

N3551-XIIIმს-Xმპ