დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3608-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.021086 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ3) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანი, მასზე დარიცხული სარგებელი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე−34-ე მუხლების შესაბამისად გასაცემი პენსია/საპენსიო აქტივები, გარდა: ბ3.ა) საპენსიო შენატანის შეცდომით ან ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილისთვის/ფიზიკური პირისთვის დასაბრუნებელი, შეცდომით ან ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა; ბ3.ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულისთვის დასაბრუნებელი საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა; ბ3.გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის დასაბრუნებელი საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხისა. შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ3.ა“, „ბ3.ბ“ და „ბ3.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი თანხა იბეგრება ამ კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით;“. 2. 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ თავისი ხარჯით დასაქმებულის სასარგებლოდ, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები;“. 3. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ თვითდასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანებისა;“. 4. 154-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საპენსიო სააგენტო − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულისთვის/ფიზიკური პირისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების გადაცემის/გადახდის შემთხვევაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 1 ნოემბერი 2023 წ. N3608-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები