დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3800-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.04.001.018086 |
3800-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 20/12/2023
010250000.04.001.018086
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
|
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები:
„კ1) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; კ2) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 30 ნოემბერი 2023 წ. N3800-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები