საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3821-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.018083
3821-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 19/12/2023
010250000.04.001.018083
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 164-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ, სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, სადაც განსახლებული არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე მათთვის დახმარების გაწევას და სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3821-XIIIმს-Xმპ