დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3975-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.102163 |
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 183 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 183. ფულის მართვა და გაცემა 1. საბიუჯეტო ორგანიზაციების გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფული გაიცემა ბიუჯეტების განწერის მიხედვით. 2. დაუშვებელია საბიუჯეტო ორგანიზაციების გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფულის გაცემა ბიუჯეტების განწერით დადგენილი მაჩვენებლების ზევით.“. 2. 1145 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია 2019 წლიდან 2024 წლამდე.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. 2020−2024 წლებში დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.“. 3. 116-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. ამ კოდექსის 451 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3975-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები