დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3989-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 080060000.05.001.102168 |
|
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პენიტენციური კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება.“. 2. 79-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანები განთავსებული არიან სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პენიტენციური კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.“. 3. 82-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონიერ წარმომადგენელს და იმ პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს, სადაც მოთავსებულია არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული. თუ არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების შესახებ ეჭვს აღუძრავდა, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც.“. 4. 84-ე მუხლის: ა) მე-4 და 41 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანისთვის პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგ მის დასაქმებას. 41. არასრულწლოვანი მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით, რომელიც ხორციელდება პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით.“; ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მასთან აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება.“. 5. 86-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველდღიური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის განხორციელებისა და სეირნობის უფლებით. ამ მიზნით მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სათანადო აღჭურვილობა და სივრცე. სასეირნო ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას.“. 6. 87-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თვეში ჰქონდეს საკუთარი ხარჯით 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი;“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს თვეში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემანი, აგრეთვე პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში (გარდა პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვისა) − 1 ხანგრძლივი პაემანი. მას ასევე უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით ჰქონდეს თვეში არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, და შეუზღუდავად მიიღოს წერილები და ამანათები. აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.“; გ) 22 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 და 24 ნაწილები: „23. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე მეტი სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით, აღნიშნული დაწესებულების ინფრასტრუქტურისა და საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გათვალისწინებით. 24. განსაკუთრებული გარემოების (არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება, სხვა გარემოება) არსებობისას შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით არასრულწლოვან ბრალდებულს, რომელსაც შეზღუდული არ აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეიძლება მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობით.“; დ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის არასრულწლოვანს უფლება აქვს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირების გარდა, მისი კანონიერი წარმომადგენლისა და პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით შეხვდეს აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს.“. 7. 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ატყობინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს;“. მუხლი 2. 2025 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვანი ბრალდებული პაემნის უფლებიდან სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3989-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები