საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4031-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.102164
4031-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
090000000.05.001.102164
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 33-ე მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება;“.

2. 37-ე მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება;“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1652 მუხლი:

„მუხლი 1652. ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მისი გასაჩივრება და გადასინჯვა

1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიერ ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის შედეგად ჩადენილი იქნება დანაშაული, განხორციელდება მოწმეზე ზემოქმედება, ხელი შეეშლება მტკიცებულების მოპოვებას ან სხვაგვარად შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელება, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ამ ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება.

2. ბრალდებულს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება/უფლებები პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილებით შეიძლება შეეზღუდოს არაუმეტეს 2 თვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დადგენილებით განსაზღვრული უფლების/უფლებების შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ ამ უფლების/უფლებების შეზღუდვა უქმდება.

3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტისთვის კვლავ არსებობს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, ან თუ აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კვლავ გამოვლინდა, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ეს უფლება/უფლებები იმდენჯერ შეზღუდოს, რამდენჯერაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლება/უფლებები თითოეულ ჯერზე შეიძლება შეიზღუდოს არაუმეტეს 2 თვით.

4. თუ ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვისთვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, პროკურორი ვალდებულია გააუქმოს თავისი ან გამომძიებლის დადგენილება, ხოლო გამომძიებელი ვალდებულია გააუქმოს თავისი დადგენილება.

5. თუ ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვისთვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს  იმავე ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების გაუქმება.

6. პროკურორის ან გამომძიებლის მიერ მიღებულ, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებას, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებულ დადგენილებას შესაბამისი დადგენილების მიმღები უგზავნის პენიტენციურ დაწესებულებას ბრალდებულისთვის გადასაცემად, აგრეთვე ბრალდებულის ადვოკატს (მისი არსებობის შემთხვევაში).  

7. ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, პროკურორის მიერ მიღებული, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

8. ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, გამომძიებლის მიერ მიღებული, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო ამ საჩივართან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

9. რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილოს წარდგენიდან 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. მოსამართლე აღნიშნულ საჩივარს ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მხარეთა მონაწილეობით განიხილავს. მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.“.

მუხლი 2. პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ხანგრძლივი პაემნის უფლება ბრალდებულს შეუზღუდოს 2024 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N4031-XIIIმს-Xმპ