“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 05/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.007.343
  • Word
8
28/04/2005
სსმ, 54, 05/05/2005
300.280.000.16.009.007.343
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.007.343

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №8

2005 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სს „თელასის” 05.04.05 №1-04/173, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” 05.04.05 №9/70-5 და სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” 05.04.05 №1-3 წერილებიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” და „თ” ქვეპუნქტების, აგრეთვე, 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 15.08.2003წ., №88,  მუხლი 759) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 14I მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდე შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-9 მუხლის პირველი პუნქტები ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი ქ. თბილისში, სს „თელასის” აბონენტებისთვის, განისაზღვროს 10,15 თეთრი/კვტსთ-ით;”;

ბ) 14III მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” აბონენტებისთვის, განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით;

2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2003 წლის 30 ოქტომბრამდე და 2004 წლის 1 მაისიდან 2006 წლის 1 იანვრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” აბონენტებისთვის განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით;”.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე                   გ. თავაძე