დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 317 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 13/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.007.368 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.368
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №317
2005 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №58, მუხ. 503) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) ფინანსური პოლიციის გენერალ-მაიორი – პოლიციის უფროსი, პოლიციის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი;
ბ) პოლკოვნიკი – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; სამმართველოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – სამსახურის უფროსი, მთავარი ბუღალტერი, კანცელარიის უფროსი, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი;
დ) მაიორი – სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე, უფროსი გამომძიებელი;
ე) კაპიტანი – გამომძიებელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
ვ) უფროსი ლეიტენანტი – ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ინსპექტორი;
ზ) ლეიტენანტი – ინსპექტორი, რეფერენტი;
თ) უმცროსი ლეიტენანტი – პოლიციელი.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები