საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის №573 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის №573 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 17/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 16/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.376
  • Word
313
11/05/2005
სსმ, 57, 17/05/2005
190.020.100.22.033.007.376
საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის №573 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.376

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №313

2005 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის №573 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის №573 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №96, მუხ. 820) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების თაობაზე”.     

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) დებულება.”.

3. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულება”.

4. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი) – (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, მისი შემოსულობების და სხვა სახელმწიფო ფინანასური რესურსების ოპერატიულ მართვას, აღრიცხვას და ანგარიშგებას.”.

5. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ” ქვეპუნქტი:

,,პ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავება.”.

6. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი – ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში; ყოველი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული ასიგნებების დაფინანსების მიზნით აწარმოებს გადარიცხვებს საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების ანგარიშებზე და გადარიცხვებს ცენტრალიზებული წესით. დეპარტამენტი ახორციელებს თანხების გადარიცხვას ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან სახსრების მფლობელებზე. ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგრიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებასა და ანალიზს; დეპარტამენტი ახორციელებს ყოველდღიური ხარჯების ოპერატიულ აღრიცხვას; ყოველი კვარტლის ბოლოს საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინებიდან წარმოდგენილი ბუღალტრული ბალანსების საფუძველზე ადგენს სახაზინო სამსახურის ნაერთ ბუღალტრულ ბალანსს; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის შემუშავებას, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების მომზადებას, მათ შორის, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ტიპობრივი ფორმებისა; პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შემუშავებას; სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების აღრიცხვა-ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას და მონიტორინგს; ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების შემუშავებას.”.

მუხლი 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №38 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტისა და დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ამოქმედებისთანავე.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი