ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4041-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.102225
4041-XIVმს-Xმპ
21/02/2024
ვებგვერდი, 06/03/2024
360160000.05.001.102225
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ14“−„ჰ16“ ქვეპუნქტები:

„ჰ14) არაუფლებამოსილი პირი − პირი, რომელსაც არ აქვს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, ავტორიზაცია ან/და რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 

15) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (შემდგომ − მგვ-ის ორგანიზაცია) – მწარმოებლის მიერ ინდივიდუალურად ან მწარმოებელთა მიერ კოლექტიურად შექმნილი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულებისთვის;

16) რეციკლირების წინასწარი შენატანი – წილობრივი შენატანი, რომელსაც მგვ-ის ორგანიზაციის წევრი უხდის მგვ-ის ორგანიზაციას მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების მართვისთვის.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება სრულდება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად – მგვ-ის ორგანიზაციის საშუალებით.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 ნაწილები:

„41. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო.

42. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) საქმიანობის დაწყებამდე სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი და მიიღოს ავტორიზაცია;

ბ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა;

გ) ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 აპრილისა, სამინისტროს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში;

დ) უზრუნველყოს სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების, აღდგენისა და რეციკლირების დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა.“;

გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის ზედა ზღვარი.“.

3. 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. 33-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება“;

ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 1 მ​3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით.

3. 1 მ​3 ან 1 მ​3-ზე მეტი მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.“.

5. 34-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცხოველის სხეულის ნარჩენით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით.“;

გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ცხოველის სისხლით გარემოს დაბინძურება −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით.“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:

„მუხლი 351. ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა

1. ნარჩენების მფლობელი მეწარმის მიერ შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით არასახიფათო ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა –

გამოიწვევს არასახიფათო ნარჩენების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. ნარჩენების მფლობელი მეწარმის მიერ შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით სახიფათო ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა –

გამოიწვევს სახიფათო ნარჩენების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

7. 36-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვება/ჩაყრა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 10 000 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

8. მე-40 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევა“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 და 402 მუხლები:

„მუხლი 401. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა

1. შეგროვებული და დროებით შენახული სახიფათო ნარჩენების შეფუთვისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. სახიფათო ნარჩენების გამგზავნის მიერ სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების დაწყებამდე შესაბამის ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსებისა და წარდგენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. სახიფათო ნარჩენების გადამზიდველისა და მიმღების მიერ შესაბამის ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსებისა და წარდგენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4. ნარჩენი ზეთის მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

5. არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე მოწყობა და ოპერირება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვისა და ამ ობიექტის ოპერირების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

7. აზბესტის ნარჩენების მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

8. მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ნარჩენების მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 40 2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოთხოვნების დარღვევა

1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შეუმუშავებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიების განუხორციელებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.

10. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. არსებული ნაგავსაყრელის ოპერირების ვადის ან/და პირობების დარღვევა ან მისი დახურვის მოთხოვნების დარღვევა

არსებული ნაგავსაყრელის ოპერირებისთვის ამ კოდექსით დადგენილი ვადის ან/და პირობების დარღვევა ან მისი დახურვისა და შემდგომი მოვლის მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“.

11. 43-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქმიანობის კომპანიის ნარჩენების მართვის შეთანხმებული გეგმის გარეშე განხორციელება, აგრეთვე კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.

12. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 მუხლი:

„მუხლი 441. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნების შეუსრულებლობა

1. დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე ისეთი პროდუქტის განთავსება,  რომლის მწარმოებელიც არ არის რეგისტრირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში ან/და არ არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ან ინდივიდუალურად არ აქვს შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის კოლექტიურად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში გაწევრების ან მგვ-ის ორგანიზაციის ინდივიდუალურად შექმნის გარეშე განხორციელება − 

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება ან რეგისტრაციის წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.

6. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.

7. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

8. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

9. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი ნარჩენების შეგროვების, აღდგენის (რეგენერაციის) და რეციკლირების წლიური მიზნობრივი მაჩვენებლების მიუღწევლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.“.

13. 47-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის 31-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას, ხოლო აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაოთხმაგებას.“;

ბ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“;

გ) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევის მიერ სასამართლოში საჩივრდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 თებერვალი 2024 წ.

N4041-XIVმს-Xმპ