“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 894
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 27/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.22.033.007.728
  • Word
894
19/09/2005
სსმ, 113, 27/09/2005
230.010.000.22.033.007.728
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.22.033.007.728

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №894

2005 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №64, მუხ. 569) დამტკიცებულ საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპურ დებულებაში (დანართი №2) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“11. ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილების ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი მასალების განხილვა შემდგომი ქვემდებარეობით გადაგზავნის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სასამართლოსა (მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში) და სხვა ორგანოებში; სამართლებრივი საკითხების განხილვისა და სასამართლო განხილვის შედეგებზე საბაჟო დეპარტამენტის ინფორმირება, საბაჟო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა.”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი