დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 209 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/05/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 29/05/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №209
2001 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის და კანონმდებლობის დეპარტამენტი“.
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტი“.
2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. „პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის და კანონმდებლობის დეპარტამენტი
პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის და კანონმდებლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კანონშემოქმედებით სფეროში კოორდინაციის გაწევა და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა. კანონშემოქედებითი საქმიანობა, კანონპროექტების ექსპერტიზა, ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და სახელმწიფო რეესტრის წარმოება, სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; სამართალშემოქმედებითი და სამართალდაცვითი პროცესის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა, ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი“.
3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარატმენტი
ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროში შემოსული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი; „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამინისტროს უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფა“.
4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. „სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მილიმეტრიანი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“ და შესაბამისი თარგმანი ინგლისურ და რუსულ ენებზე“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები