დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 307 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/08/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 07/08/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №307
2001 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:
„უ1“) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მოკვლევის განხორციელება“;
2. მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მე-2 აბზაცში სიტყვების „სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“ წინ დაემატოს სიტყვები „თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემასა და“.
3. მე-4 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) უსაფრთხოების დეპარტამენტი“;
ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
რ) ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტი“.
4. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. უსაფრთხოების დეპარტამენტი
უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მოკვლევის განხორციელება, სამინისტროს სისტემის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მოკვლევის განმა-ხორციელებელი ორგანოების მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი, აღრიცხვა და კოორდინაცია.
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი. სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტის გამო სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტების შესახებ შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შემოწმება და რეა-გირება, სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნა და მინისტრთან დასამტკიცებლად წარდგენა.
გ) მინისტრის დავალებით სასჯელაღსრულების სისტემის ორგა-ნოების ინსპექტირება, პროკურატურის, სასამართლო ორგანოების ან სხვა უწყებიდან შემოსულ წერილებსა და წარდგინებებზე სათანადო რეაგირების მოხდენა.
5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 243-ე მუხლი:
„მუხლი 243. ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტი
ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგა-დოებრივი აზრის შესწავლა და მის საფუძველზე შესაბამისი რეკომენ-დაციებისა და წინადადებების შემუშავება, სასჯელაღსრულების სის-ტემის ორგანოებში რეფორმის ერთიანი პოლიტიკისათვის ინფორ-მაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება. სამინის-ტროს სისტემაში სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შეგროვება, მისი აღრიცხვა, ანალიზი და მონიტორინგი. სამინისტროს საფინანსო საქმიანობის კონტროლის უზრუნველყოფა.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტისა და ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის დაფი-ნანსება განხორციელდეს სამინისტროსათვის 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები