დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 358 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/09/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 12/09/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №358
2001 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტი;“
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:
„ს) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის დეპარტამენტი;
ტ) სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველო.“.
2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 13. კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტი
კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და სახელმწიფო რეესტრის წარმოება, კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; სამართალშემოქმედებითი და სამართალდაცვითი პროცესის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა, სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი, სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა.“.
3. 24-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 244 და 245 მუხლები:
მუხლი 244. პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის დეპარტამენტი
პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა კანონშემოქმედების სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციის უზრუნველყოფა და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, კანონპროექტების მომზადება და ექსპერტიზა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკის შესწავლა.
მუხლი 245. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველო
სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი. სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტის გამო სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტების შესახებ შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შემოწმება და რეაგირება, სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება და მინისტრთან დასამტკიცებლად წარდგენა.“.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები