დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაწეული ფასიანი ვეტერინარული მომსახურების პრეისკურანტის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-424 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/12/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 31/12/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(2).003.000150 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/1997 - 21/07/2006)
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება № 2-424 1997 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი |
სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაწეული ფასიანი ვეტერინარული მომსახურების პრეისკურანტის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ
|
ვეტერინარული ღონისძიებებისათვის საჭირო თანხების უქონლობის გამო, სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური ვერ ახორციელებს ქვეყნის აგრარული სექტორისა და მოსახლეობის უზრუნველყოფას საჭირო რაოდენობის ვეტერინარული ვაქცინებით, მედიკამენტებითა და სხვა საშუალებებით.
ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ერთიანი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. სახელმწიფო ვეტერინარულ ქსელში სპეციალისტებისა და მუშა-მოსამსახურეების შრომითი ანაზღაურება დაბალია. ზოგიერთ რაიონში თვეების მანძილზე ვერ ხერხდება ხელფასების გაცემა. ქვეყანაში სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის, აგრარული სექტორისა და მოსახლეობის სრული ვეტერინარული მომსახურების, სახელმწიფო ვეტერინარულ ქსელში დასაქმებულ ვეტერინარ სპეციალისტთა და მუშა-მოსამსახურეთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რესპუბლიკის კანონის „ვეტერინარული მედიცინის შესახებ“ (კარი II, მუხლი მე-20, კარი VII, მუხლი 35-ე, 36-ე, 37-ე) და „ვეტერინარული მედიცინის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად: 1. დამტკიცდეს: ა) „სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების პრეისკურანტი“ (დანართი №1). ბ) „ვეტერინარის დეპარტამენტის სისტემის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯზე გაწეული უფასო და ნაწილობრივ ფასიან ღონისძიებათა ნუსხა“ (დანართი №2). გ) დებულება „ნაწილობრივ ფასიანი ვეტერინარული მომსახურების შესახებ (დანართი №3). 2. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (გ. ჯიქია), ნაწილობრივ ფასიან მომსახურებაზე სისტემის გადაყვანა განახორციელოს ეტაპობრივად, ბრძანების გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში. 3. ბრძანების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლი დააწესოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა ვ. გვარჯალაძემ.
მინისტრი ბ. გულუა
სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაწეული ფასიანი ვეტერინარული მომსახურების პრეისკურანტი ვეტერინარიის დეპარტამენტის უშუალო კომპეტენციაში შემავალი ფასიანი მომსახურების პრეისკურანტი
ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, რაიონული, საქალაქო სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების მიერ გაწეული ვეტერინარული ფასიანი მომსახურების პრეისკურანტი (აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე მოქმედი ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორიების გარდა)
აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე მოქმედი ვეტსანინსპექციის ლაბორატორიების ფასიანი მომსახურების პრეისკურანტი
სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან, საბაჟო კონტროლის ზონებში, ტერმინალებში განთავსებული სახელმწიფო ვეტერინარულ-სანიტარული ზედამედველობის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების პრეისკურანტი
ვეტერინარული დიაგნოსტიკის და ექსპეტიზის ეროვნული ცენტრისა და მისი სისტემის ვეტერინარული ლაბორატრიების მიერ განხორციელებული ფასიანი სამუშაოების პრეისკურანტი (აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე მოქმედი ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორიების გარდა)
საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მაჩვენებლების განსაზღვრისა და სერტიფიკაციის პრეისკურანტი
ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის პრეისკურანტი
საქართველოს ვეტერინარიის საქართველოს ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრის მოადგილე გ. ჯიქია რ. მითაიშვილი
* ვეტერინარული კონტროლქვემდებარე პროდუქციის ერთი პარტიის ქვეშ იგულისხმება ერთ საწარმოო ციკლში (ცვლაში) დამზადებული ერთგვაროვანი პროდუქტი, რომელიც გადის ერთი სატრანსპორტო საშუალებითა და ერთი ვეტერინარული საბუთით.
დანართი № 2
ვეტერინარიის დეპარტამენტის დაქვემდებარების სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯზე გაწეული პირობითად უფასო და ფასიან ღონისძიებათა ნუსხა I. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ახორციელებს პირობითად უფასო შემდეგ მომსახურებას: 1. დაავადებები: 1.1. სხვადასხვა სახის ცხოველთათვის საერთო: - ჯილეხი (ციმბირული წყლული) - ცოფი - აფთოზი (თურქული) - ტუბერკულოზი - ბრუცელოზი - ლეპტოსპიროზი - ყვავილი - პასტერელიოზი 1.2. მსხვილი რქოსანი პირუტყვის - ჭირი - ემკარი 1.3. წვრილი რქოსანი პირუტყვის - ბრადზოტი - ენტეროტოქსემია - მონეზიოზი 1.4. ღორის - ჭირი - წითელი ქარი 1.5. ცხენის, სახედრის - ქოთაო 1.6. ფრინველის - ჭირი 1.7. ბოცვრის - ვირუსული ჰემორაგია - მკრეჭავი მუნი 1.8. თევზის - წითურა - ვირუსული ანემია 1.9. ფუტკრის - ვარუატოზი - ასკოსფეროზი 2. ცხოველების, ფრინველის, თევზის, ფუტკრის აღნიშნული ეპიზოოტიური და ზოოანთროპონოზური დაავადებების საწინააღმდეგო იმუნიზაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა, ლაბორატორიული გამოკვლევები, დეზინფექციები, იძულებითი დეჰელმინთიზაცია, დეზინსექცია, დეზაკარიზატია, დერატიზაცია, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს სხვა გადაუდებელი ღონისძიებები ხორციელდება სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯებით. 3. საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს A და B სიებში მოცემული სხვა საშიში გადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელებას, (რომელიც ნაჩვენები არ არის I მუხლში) მათი საწინააღმდეგო სალიკვიდაციო კომპლექსური ღონისძიებები ხორციელდება ასევე სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯებიდან. II. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური ახორციელებს ფასიან მომსახურებას: იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა და ფიზიკურ პირებზე, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, საბაჟო კონტროლის ზონებში, განბაჟების ადგილებში შემდგომ ღონისძიებებზე: 1. კლინიკური, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებები, თერაპიული, ქირურგიული, მეანობა-გინეკოლოგიური, ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, ცხოველთა იმუნიზაცია, სანიტარულ-ჰიგიენური, დეჰელმინთიზაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია, დეზაკარიზაცია, დერატიზაცია (გარდა იმ დაავადებებისა, რომლებიც მითითებულია I თავში). 2. ლაბორატორიული გამოკვლევები (გარდა იმ დაავადებების ლაბორატორიული გამოკვლევებისა, რომლებიც მითითებულია პირველ თვეში). 3. შემოწმებები და ვეტსანიტარული სხვა ღონისძიებანი (1-ელ თავში მოცემული ჩამონათვალის ჩათვლით), რომელნიც დაკავშირებულია კომერციულ საქმიანობასთან, ცხოველები ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, სანაშენე გაყიდვის, გამოფენის, სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის დროს და სხვა. 4. მაკეობაზე შემოწმება და სხვა ღონისძიებანი, რომელნიც დაკავშირებულია ცხოველების, ფრინველის, თევზის, ფუტკრის აღწარმოებასა და გამრავლებასთან. 5. ვეტერინარიაში გამოსაყენებელი პრეპარატების საწარმოო გამოცდა, მათი რეგისტრაცია. 6. ვეტერინარული დოკუმენტების, სერტიფიკატების, ცნობების, პასპორტების, სარეგისტრაციო მოწმობების, პროფესიონალურ საქმიანობაზე საქმიანი დოკუმენტების გაცემა და სხვა. 7. ცხოველების ტექნოლოგიური შენახვის, დაავადებების ამარიდებელ ღონისძიებებზე დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მკურნალობის, პროფილაქტიკის საკითხებზე კონსულტაციების ჩატარება. 8. სახელმწიფო კონტროლქვემდებარე ობიექტების მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, ექსპლუატაციაში გაშვებაზე ვეტერინარული დასკვნების გაფორმება-გაცემა. 9. ვეტერინარული კადრების მომზადება, გადამზადება, ატესტაცია, ვეტერინარულ საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემა. 10. სამკურნალო-პროფილაქტიკური, ჰიგიენური, სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და ვეტერინარული დანიშნულების სხვა პრეპარატების წარმოებაზე ნებართვის გაცემა. 11. ცხოველების კრემაცია, ბალზამირება, უტილიზაცია და სხვა მომსახურებანი (გარდა 1-ელ თავში მითითებული დაავადებათა შემთხვევისა).
დანართი №3 დებულება სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაწეული ფასიანი ვეტერინარული მომსახურების შესახებ 1. ზოგადი დებულებანი 1.1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის, ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონისა (მუხლი მე-20, 35-ე, 36-ე, 37-ის) და ვეტერინარული კანონმდებლობის შესაბამისად. 1.2. ქვეყანაში ფასიან ვეტერინარულ მომსახურებას ახორციელებს ვეტერინარიის დეპარტამენტი და მისი უშუალო დაქვემდებარების ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, რაიონული და საქალაქო სახელმწიფო (შემდგომში სახვეტსამსახური) სამსახურები. 1.3. ფასიანი ვეტერინარული მომსახურების ძირითად მიზნებს წარმოადგენს: - ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკური რეფორმების მიმდინარე ეტაპზე ვეტერინარიის დარგის განვითარება, ვეტერინარული მომსახურების გაუმჯობესება; - სახელმწიფო ვეტერინარულ ქსელში დასაქმებულ ვეტერინარ სპეციალისტთა და მუშა-მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესება; - დარგის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება და გარკვეული ფინანსური რეზერვების შექმნა; 1.4. ამ დებულებით განსაზღვრულია ფასიანი ვეტერინარული მომსახურების შედეგად მოზიდული თანხების ამოღების, მოძრაობის და ხარჯების წესები.
2. ფასიანი ვეტერინარული მომსახურების ამოცანები 2.1. ქვეყანაში ცხოველთა მფლობელის თხოვნით და მასთან ურთიერთშეთანხმებით მომსახურების ზონის სახელმწიფო ვეტერინარულმა სამსახურებმა განახორციელონ ფასიანი ვეტერინარული მომსახურება და გაწეული შრომის (სამუშაოს) საფასურად ცხოველთა მფლობელისაგან მიიღონ სათანადო ღირებულება მოქმედი პრეისკურანტის შესაბამისად. 2.2. ვეტსამსახური ვალდებულია მომსახურების ზონის ცხოველთა მფლობელს მიაწოდოს ინფორმაცია ცხოველებში გეგმიურად გასატარებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ და მათთან შეთანხმებით გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება ან თანხმობის სხვა სახის დოკუმენტი.
3. ცხოველთა მფლობელის მოვალეობა და უფლებები 3.1. ცხოველთა მფლობელები ვალდებულნი არიან: ა) მეცხოველეობის პროფილის და ფორმის შესაბამისად, ცხოველთა სულადობის, აგრეთვე მათი მოსალოდნელი ნამატის შესახებ ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია მიაწოდონ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მომსახურების ზონის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს. ბ) სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტებს მათი მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ წარუდგინონ ცხოველები ვეტერინარული შემოწმების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. გ) სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტის მოთხოვნისა და მითითების შესაბამისად, მოახდინოს ცხოველის ფიქსირება სათანადო ვეტერინარულ-სანიტარული და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა; დ) ცხოველთა მასობრივი დაავადებების ან მათი უეცარი სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ აღნიშნულის შესახებ მომსახურების ზონის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს; ე) მიიღონ ზომები სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის წარმომადგენლის მოსვლამდე მკვდარი ცხოველის იზოლირებისათვის’; ვ) ცხოველების, ხორცის, რძის, ხორცისა და რძის პროდუქტების, ფრინველის, კვერცხის, თევზის, თევზის პროდუქტების, ფუტკრის და მეფუტკრეობის პროდუქტების, ასევე ყველა სახის სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საკვები პროდუქტების და ნედლეულის გადაზიდვა, აგრეთვე მათ ბაზრებში, ბაზრობებზე, სხვა სპეციალურ სავაჭრო ადგილებში რეალიზაცია მოახდინონ მხოლოდ ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზის განხორციელების შედეგად პროდუქტების საკვებად ვარგისიანობაზე სათანადო დოკუმენტების მიღების შემთხვევაში; ზ) მკვდარი ცხოველების ლეში, ვეტწუნი და სხვა კონფისკატები ჩააბარონ საუტილიზაციო ქარხანას ან მოხდინონ მათი სათანადო წესით გაუვნებლობა; თ) უზრუნველყონ ცხოველების სათანადო ვეტერინარულ-სანიტარული წესების და ნორმების დაცვით კვება, შენახვა, მოვლა და პატრონობა; ი) ყოველი სამეურნეო წლის დამლევს, 15 დეკემბრამდე, მომსახურების ზონის სახვეტსამსახურს მიაწოდონ მომდევნო წლისათვის გადასაჩერებელი ცხოველების შესახებ ინფორმაცია; 3.2. ცხოველთა მფლობელთ უფლება აქვთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიმართონ სახვეტსამსახურს: ა) ცხოველების, ხორცის, ხორცპროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის და მათი პროდუქტების წარმოება, დამზადება, გადაყვანა, გადაზიდვა, რეალიზაციისათვის და სხვა სათანადო დოკუმენტების გაფორმება-გაცემაზე; ბ) ცხოველების ყიდვის დროს ცხოველთა მფლობელისაგან მოითხოვონ სათანადო ვეტერინარული მოწმობა ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ.
4. სახვეტსამსახურის მოვალეობანი 4.1. სახვეტსამსახურის მოვალეობა: ა) ცხოველთა მფლობელს მოაწოდოს ფასიანი მომსახურების შესახებ სათანადო ინფორმაციები მათთვის გასაგები ფორმით; ბ) ფასიანი მომსახურების განხორციელების დროს ცხოველთა მფლობელს გასაცნობად წარუდგინოს ფასიანი მომსახურების პრეისკურანტი; გ) სახვეტსამსახური ვალდებულია მომსახურების ზონის ცხოველთა მფლობელს დროულად აცნობოს ცხოველთა მოსალოდნელი სეზონური თუ სხვა ახალი ტიპის დაავადებების გაჩენის საშიშროების შესახებ;
5. ფასიან მომსახურებაზე დაკვეთების (სამუშაოების) მიღება-გაფორმება 5.1. სახვეტსამსახური ფასიან მომსახურებაზე ცხოველთა მფლობელიდან დაკვეთებს ღებულობს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე 5.2. ფასიანი მომსახურების დროს სახვეტსამსახურის წარმომადგენელი სამუშაოს შესახებ ჩანაწერებს აკეთებს ხელშეკრულების ფორმაში, ან გამოწერს ერთჯერად ქვითარს, ტალონს, თუ სხვა საგადასახადო დოკუმენტს, რომლის ერთი პირი გადაეცემა ცხოველთა მეპატრონეს;
6. მხარეთა პასუხისმგებლობა 6.1. პასუხისმგებლობა ხელშეკრულებათა ან სხვა ოფიციალური შეთანხმებით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებების დადგენილ ვადებში ჩაუტარებლობისათვის, დაავადების გაჩენის შემთხვევაში ეკისრება იმ მხარეს (ცხოველთა მეპატრონე, სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური) ვისი მიზეზითაც მოხდა ვეტერინარულ ღონისძიებათა გატარების ვადების დარღვევა.
7. ფასიანი მომსახურებისათვის ღირებულების გადახდევინების წესი და ფორმა 7.1. ფასიანი მომსახურებისათვის ღირებულების გადახდევინების ფორმა და წესი განისაზღვრება სახვეტსამსახურსა და ცხოველთა მეპატრონის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე; და იგი შეიძლება იყოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. 7.2. თუ სახვეტსამსახურს და ცხოველთა მეპატრონეს შორის ურთიერთხელშეკრულებით განსაზღვრული ვეტერინარული მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მაშინ ღირებულების გადახდევინებაც წარმოებს ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით. 7.3. სახვეტსამსახურსა და ცხოველთა მფლობელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხორციელდება ყოველი შესრულებული სამუშაოს ბოლოს სათანადო ქვითრის ან სხვა საგადასახადო დოკუმენტის გაფორმებით. ამ დოკუმენტის ერთი პირი მიეცემა ცხოველთა მფლობელს, ხოლო მეორე რჩება სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს.
8. ფასიანი ვეტერინარული მომსახურების შედეგად მოზიდული თანხების ამოღება, მოძრაობა და ხარჯვა 8.1. ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ უშუალოდ განხორციელებული ფასიანი მომსახურებიდან შემოსული თანხა სრულად ირიცხება „ვეტბიფარმის“ სპეციალურ ანგარიშზე. 8.2. ვეტერინარიის დეპარტამენტის, ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, რაიონული, საქალაქო, იურიდიული პირის მქონე სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურების ფასიანი მომსახურებიდან მიღებული თანხები შეაქვთ თავიანთ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შემოსული თანხის 20%-ს არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე რიცხავენ ვეტერინარიის დეპარტამენტის სისტემის კომერციული სტრუქტურების მართვისა და კოორდინაციის კონცერნ შ.პ.ს. – „ბიოვეტფარმის“ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. დანარჩენს კი განკარგავენ წინამდებარე დებულების 8.6 მუხლის შესაბამისად. 8.3. ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარების სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურებს, ფასიანი მომსახურებიდან მიღებული თანხები შეაქვთ თავიანთ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც თანხების 20% ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ირიცხება ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარიის დეპარტამენტის, ან მის მიერ მითითებულ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. დანარჩენს კი განკარგავენ წინამდებარე დებულების 8.6 მუხლის შესაბამისად. 8.4. უფლება ეძლევა რაიონების ვეტერინარული სადგურების უფროსებს, (რაიონის მთავარ ვეტექიმებს) სათანადო ბრძანებით, გამონაკლისის სახით, ნება დართონ რაიონულ, საუბნო ვეტერინარულ სამკურნალოებს, ვეტერინარულ უბნებს, მომთაბარე ვეტერინარულ უბნებს, ფასიანი მომსახურების დროს ამოღებული თანხის 25% დარჩეთ მათ გაწეული შრომის საფასურად, თანხის 75% კი ჩააბარონ ორგანიზაციის ბუღალტერიას; 8.5. ქვეყნის ცენტრალური დაქვემდებარების სარაიონთაშორისო და რაიონულ ვეტერინარულ ლაბორატორიებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ვეტერინარულ ლაბორატორიებს მომსახურებიდან მიღებული თანხები შეაქვთ თავიანთ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც, შემოსული თანხის 20% არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ურიცხავენ ვეტერინარიის დეპარტამენტის საქართველოს ვეტერინარული დიაგნოსტიკის და ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრს: ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული და სარაიონთაშორისო ვეტერინარული ლაბორატორიები ფასიანი მომსახურებიდან მიღებული თანხების 20%-ს ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ურიცხავენ ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარულ ლაბორატორიებს. დანარჩენს კი განკარგავენ წინამდებარე დებულების 8.6 მუხლის შესაბამისად. 8.6. ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები იბეგრება კანონის შესაბამისად და შეიძლება გამოყენებულ იქნეს: - სპეციალისტებსა და მუშა-მომსახურეების ხელფასზე დანამატად (პრემიების სახით); - მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად; - ვეტერინარულ სამკურნალო-პროფილაქტიკური, სადიაგნოსტიკო, ქიმიო-ფარმაცევტული, სხვა საშუალებების, ლაბორატორიული სპეციალური დანადგარ-მოწყობილობების, სპეციალური და მსუბუქი ავტოტრანსპორტის, მათზე მარაგ-ნაწილების, საწვავ-საპოხი და საჭირო სხვა საშუალებების შესაძენად; - ვეტერინარიაში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვისათვის; - შენობა-ნაგებობათა კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების, ავეჯისა და საკანცელარიო საშუალებების შესაძენად; - ვეტერინარი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სტაჟირებისა და ატესტაციისათვის; - მივლინებებისა და სამსახურებრივი მიმოსვლის ხარჯებისათვის; - სპეციალისტთა და მუშა-მოსამსახურეთა კვების ხარჯებისათვის; - რბილი ინვენტარის, ფორმისა და სპეციალური ტანსაცმლის შესაძენად; - სპეციალური ფონდების შესაქმნელად; - ფასიანი მომსახურების სათანადო დოკუმენტების, პრეისკურანტების, წესების, ხელშეკრულებების, ქვითრების შექმნაზე, გამოცემა-შეძენაზე და სხვა; 8.7 ფასიანი ვეტერინარული მომსახურებიდან მოზიდული თანხების განმკარგულებელნი არიან ვეტერინარიის დეპარტამენტის და მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, რაიონული, საქალაქო სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების ხელმძღვანელები; 8.8. ფასიანი მომსახურებიდან მიღებული თანხები ამოღებას არ ექვემდებარება. 8.9. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წარმოებს არსებული წესის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები