„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 14/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2024
ძალაში შესვლის თარიღი 14/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016098
8
14/11/2024
ვებგვერდი, 14/11/2024
220090000.11.004.016098
„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №8

2024 წლის 14 ნოემბერი

ქ.თბილისი

„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1

„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის №10 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 01/12/2023; ს/კ: 220090000.11.004.016088) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკომისიო დანამატს 0.1 - 80 პროცენტის ფარგლებში.”.

  2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წინასწარი შეკვეთით. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის მიერ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განისაზღვრება  წინასწარი შეკვეთის პირობები, რომელიოქროს ზოდების შემთხვევაში შესაძლებელია მოიცავდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისგან განსხვავებულ პირობებს;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 14 ნოემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა