“ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ" სემეკის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ" სემეკის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 02/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 14/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.008.253
  • Word
10
02/03/2006
სსმ, 33, 14/03/2006
300.280.000.16.009.008.253
“ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ" სემეკის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.008.253

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება 10

2006 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ” სემეკ-ის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სს ,,რუსთავის მეტალურგიული ქარხნის“ წერილის შესაბამისად, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

მუხლი 1.

,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ სემეკ-ის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების (სსმ III, 15.08.2003 წ., №88, მუხლი 759) პირველ დანართში სს ,,რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“ შეიცვალოს სს ,,რუსთავის მეტალურგიული ქარხნით“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 დანართი 1

საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის 35-110-220 კვ ძაბვის ცალკეულ პირდაპირ მომხმარებელთა შესასყიდი ტარიფები 3,897 თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე

1. სსიპ ,,ფოთის საზღვაო ნავსადგური“

2. სს ,,ქუთაისის ავტოქარხანა“

3. სს ,,ქუთაისის პურის მიმღები“

4. სს ,,კასპიცემენტი“

5. შპს ,,კასტელი-საქართველო“

6. სს ,,მადნეული“

7. სს ,,ქიმბოჭკო“

8. სს ,,რუსთავცემენტი“

9. სს ,,რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“

10. შპს ,,საქართველოს რკინიგზა“

11. შპს ,,ფორტე“

12. შპს წყალტუბოს ,,წყალკანალი“

13. სს ,,ენერჯი ინვესტი“

14. შპს ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“.

 

დასახელება

თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე

1

2

3

1

ელექტროენერგიის წარმოების საშუალო შეწონილი ტარიფი

2.667

2

გადაცემის ტარიფი (სს ,,საქრუსენერგო)

0.18

3

გადაცემის ტარიფი (შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა)

0.70

4

დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა)

0.15

5

მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების საფასური

0.10

6

მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების კომპონენტი

0.10

 

  სულ

3.897

     

მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნების მე-15 დღეს.

თავმჯდომარე        გ. თავაძე