დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის №113 ბრძანებაში ცვლილებების შეატანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 20/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.008.273 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.008.273
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №205
2006 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის №113 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის №113 ბრძანებაში (სსმ III, 2000 წ., №117, მუხ. 951) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მოხელეებისათვის (დანართი 6).“.
2. ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.
3. დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №6
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მოხელეებისათვის
1. კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა. ზოგადი წარმოდგენა კომპიუტერისა და პერიფერიის (სკანერი, პრინტერი, მოდემი, და ა.შ) მოწყობილობაზე. MS WORD, MS EXEL, MS ACCEL, POVER POINT პროგრამების ცოდნა. INTERNET-ში მუშაობის უნარ-ჩვევები, ელექტრონული ფოსტის მიღება-გაგზავნა MS OUTLOCK, EXPREES, EUDORA-ს მეშვეობით;
ა) ტექსტის აკრეფა, რედაქტირება და მისი გადამუშავება (ფორმატირება, შრიფტების შეცვლა, სურათების ჩასმა, გრაფიკებისა და გისტოგრამების აგება);
ბ) ცხრილური ტექსტის დამუშავება, ცხრილის გაშიფვრა, გრაფიკების აგება და სხვა;
გ) საპრეზენტაციო მასალების მომზადება პროგრამა POWER POINT-ში.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო – საზოგადოებასთან ურთიერთობა, მასობრივი საინფორმაციო საშუალებათა სახეები, სახელმწიფო და დამოუკიდებელი მედია, ინფორმაციის გავრცელების ფორმები, მარკეტინგული კომპანიები, კვლევითი ცენტრები, საზოგადოებრივი გაერთიანებები და მათი სახეები, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და ჩატარება, საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მისი ფორმები (ფოკუსჯგუფები, გამოკითხვის ფორმები, ღია და დახურული კითხვარები, რეიტინგები, კორელაციური ანალიზი), მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა და მათთან მუშაობა, მოკლე- და გრძელვადიანი სტრატეგიის მომზადება, ინფორმაციის საჯაროობა.
3. პრესასთან ურთიერთობის სამმართველო – მასმედიასთან ურთიერთობა, მასობრივი საინფორმაციო საშუალებათა სახეები, სახელმწიფო, დამოუკიდებელი მასმედია და მათთან ურთიერთობა, ინფორმაციის გავრცელების ფორმები, სხვადასხვა ბეჭდვითი ფორმების (პრესბიულეტენის, პრესრელიზების, განცხადებების, განმარტებითი ბარათების, საპასუხო წერილების, ანგარიშების, პრესდაიჯესტების) მომზადება, ინფორმაციის გადამუშავება და დახარისხება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები