დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 133-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.102395 |
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1144 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებზე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდეს 2025 საბიუჯეტო წლის ბოლომდე.“. 2. 1145 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია 2019 წლიდან 2025 წლამდე.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. 2020−2025 წლებში დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.“; გ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 ნაწილები: „71. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტზე, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი აღნიშნული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია. 72. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2025 წელს მიიმართება შემდეგნაირად: ა) ეს რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო აღნიშნული შეზღუდვის შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 15 მილიონ ლარამდე შევსებას; ბ) დარჩენილი რესურსი მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე ნაკლებია, იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც აქვს თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისების ჯამურ მაჩვენებელში.“. 3. 1146 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2027 წლის 1 იანვრიდან სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე გადასვლის მიზნით: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ვადები; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2023 წლის 15 ივლისამდე ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024−2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმას; გ) საქართველოს მთავრობა 2024 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესს.“. 4. კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, 13 დეკემბერი 2024 წ. №133-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის კომენტარები