“ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ" სემეკის 2005 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ" სემეკის 2005 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 24/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 04/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.008.398
  • Word
11
24/03/2006
სსმ, 45, 04/04/2006
300.320.000.16.009.008.398
“ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ" სემეკის 2005 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

 

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.008.398

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება 11

2006 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ სემეკ-ის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ქ. თბილისის ცალკეული სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მათი მომხმარებლების სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 იანვრის №22 განკარგულების, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 25 ნოემბრის №01–1/1358 წერილზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №19/278 რეზოლუციის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2006 წლის 23 თებერვლის №02/392 წერილის, ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 29 დეკემბრის №07-3/1500 წერილის, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 დეკემბრის განჩინების, შპს ,,თბილწყალკანალის“ 2005 წლის 29 დეკემბრის №1-19/1252 წერილის გათვალისწინებით, ქ. თბილისის მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველსა-ყოფად ქალაქის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების – შპს ,,თბილწყალკანალის“, შპს ,,თბილისის მეტ­როპოლიტენის“, შპს ,,ტრამვაიტროლეიბუსების საწარმოსა“ და შპს ,,თბილ­გა­ნათების“ შეუფერხე-ბელი ფუნქციონირების მიზნით, ,,ელექტროენერგე­ტიკისა და ბუ­ნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვე­პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

მუხლი 1.

,,ელექტროენერგიის ცალკეული მომხმარებლებისათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ სემეკის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №88, 15.08.2003 წ., მუხლი 759) მე-2 მუხლში შპს ,,ჟინერი“ შეიცვალოს შპს ,,თბილწყალკანალით“ და ჩამოყალიბდეს შემდე-გი რედაქციით:

,,მუხლი 2. შპს ,,თბილწყალკანალიდან“ ქ. თბილისის განსაკუთრებული დანიშნუ­ლების ობიექტე-ბისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფები

1. შპს ,,თბილწყალკანალის“ შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №2;

2. შპს ,,თბილისის მეტროპოლიტენის“ შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №3;

3. შპს ,,ტრამვაიტროლეიბუსების საწარმოს“ შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №4;

4. შპს ,,თბილგანათების“ შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №5.“.

მუხლი 2.

ეს დადგენილება ძალაშია მისი გამოქვეყნების მე-15 დღიდან და ვრცელდება 2005 წლის 9 სექტემბრიდან წარმოქმნილ ურთიერთობებზე.

 თავმჯდომარე                    გ. თავაძე