დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016746 |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №11 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 23/01/2024 წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016724) დანართში შეტანილ იქნეს შედეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები: ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა; ბ) მარტოხელა და მარტო მცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი; გ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა; დ) გენდერული თანასწორობის საკითხების ორგანიზება და ქალთა ოთახის ფუნქციონირების ხელშეწყობა; ე) უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა; ვ) განსაკუთრებულად შეჭირვებული სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 65 001-მდე) გაზიფიკაცია; ზ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შემთხვევაში, შუამდგომლობის გაწევა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან; თ) პირველი ხარისხის სამერქნე ხე-ტყის მოჭრის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის გაწევა აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან; ი) თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობა; კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის ქვეპროგრამა, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის.“ ბ) მე-5 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიმდინარე წელს ტყუპის შეძენისას ერთჯერადი დახმარების თანხა განისაზღვრა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) არასრულწლოვანების პირადობის მოწმობის ასლები ან რეგისტრაციის ბარათები; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“ გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი: 06 02 07) შობა-ახალი წლისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის: მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული და უფასო სასადილოს ბენეფიციარები, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის პროდუქტების სასაჩუქრე პაკეტების გადაცემა; შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისა (14 ივნისი) და სხვა აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები