დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016747 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №12 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 23/01/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016725) დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია – არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა, დაფინანსება წელიწადში ერთხელ; მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები (სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლები), 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სიმსივნით დაავადებულები, პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები/ტექნიკური პერსონალი, პენსიონერები, ომისა და შრომის ვეტერანები, სტუდენტები, მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი მშობლები, რომელთაც ჰყავთ 4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, პირები, რომელთა ზემოხსენებული მომსახურების ღირებულება 500 ლარი და მეტია. წელიწადში ერთხელ; ბ) კორონაროგრაფია – მოწყვლადი ჯგუფებისთვის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები (სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სიმსივნით დაავადებულები, პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები/ტექნიკური პერსონალი, პენსიონერები, ომისა და შრომის ვეტერანები, სტუდენტები, მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი მშობლები, რომელთაც ჰყავთ 4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) არაუმეტეს 1000 ლარისა. სხვა დანარჩენი მოსარგებლეებისთვის – არაუმეტეს 500 ლარისა. წელიწადში ერთხელ;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები