დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის №01-93/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017163 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის №01-93/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 24/10/2019; 470230000.22.035.016661) დამტკიცებულ „იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის წესს“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61-64 პუნქტები:
„61. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისთვის ნებადართული სამკურნალო საშუალებათა იმპორტის მიზნით წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად სამკურნალო საშუალებების რაოდენობას სააგენტო ანაწილებს შემდეგი პრინციპით: ა) გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტთან შეთანხმებულ კვოტას აკლდება: ა.ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისთვის ნებადართული სამკურნალო საშუალებების მიმდინარე წლის მოხმარებისთვის საჭირო სავარაუდო რაოდენობა; ა.ბ) სარეგისტრაციო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობისათვის საჭირო ეტალონური სტანდარტული ნიმუშების რაოდენობა (საერთო ლიმიტის/კვოტის 0,2 %); ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დარჩენილი სამკურნალო საშუალებების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: ბ.ა) თუ მოთხოვნილი სამკურნალო საშუალებების საერთო რაოდენობა დარჩენილ რაოდენობას არ აღემატება, სამკურნალო საშუალებები თითოეულ მაძიებელზე განაწილდება მის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად; ბ.ბ) თუ მოთხოვნილი სამკურნალო საშუალებების საერთო რაოდენობა დარჩენილ რაოდენობას აღემატება, სამკურნალო საშუალებების რაოდენობა თითოეულ მაძიებელზე თანაბრად განაწილდება. 62. თუ ამ წესის 61 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით სამკურნალო საშუალებების განაწილების შედეგად მაძიებელზე განაწილებული რაოდენობა მის მიერ მოთხოვნილ რაოდენობას აღემატება, ამ მაძიებელზე განაწილდება მისი მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობა, ხოლო დარჩენილი რაოდენობა თანაბრად განაწილდება სხვა მაძიებლებზე. 63. ამ წესის 61 პუნქტით განსაზღვრული წესით სამკურნალო საშუალებების განაწილების შედეგად დარჩენილ რაოდენობაზე სააგენტოსთვის იმავე კალენდარულ წელს მიმართვის შემთხვევაში (გარდა ამ წესის 61 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული ოდენობებისა), სამკურნალო საშუალებები განაწილდება თანაბრად, მაგრამ თითოეულ მაძიებელზე არაუმეტეს მის მიერ მოთხოვნილი რაოდენობისა. 64. სამკურნალო საშუალებები ამ წესის 63 პუნქტის შესაბამისად განაწილდება იმ შემთხვევაში, თუ არცერთ იმპორტიორს არ აქვს დარჩენილი ნაშთი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 13 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები