„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 13/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016173
7
13/02/2025
ვებგვერდი, 13/02/2025
130000000.63.075.016173
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №7

2025 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 02/11/2020, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016130) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-11 მუხლის:

1. „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვადასხვა უწყებისათვის/ორგანიზაციებისათვის (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული ან/და სხვა მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების ორგანიზებას;“.

2. „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაშვების კატეგორიებისა და ნებართვის სახეობების გათვალისწინებით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს სხვა უწყებების/ორგანიზაციების (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა)  სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაზე პასუხისმგებელ მუშაკთა მომზადების და გადამზადების თეორიული სასწავლო კურსების/პროგრამების, მათ შორის, შესაბამისი გამოცდების ჩაბარებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავებასა და ორგანიზებას სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი