„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №128 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017541
12
17/02/2025
ვებგვერდი, 17/02/2025
140130000.22.034.017541
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №128 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №12

2025 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №128 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის  პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №128 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, 140130000.22.034.017313) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) ახორციელებენ არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათზე პროაქტიულ რეაგირებას;

2) უზრუნველყოფენ სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე, სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას;“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დეპარტამენტის რაიონული დანაყოფების უბნის ინსპექტორები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“-„ვ“ და „ზ“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ქალაქ გორში მართლწესრიგის ოფიცრები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური