„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017540
11
17/02/2025
ვებგვერდი, 17/02/2025
140130000.22.034.017540
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №11

2025 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/10/2023, 140130000.22.034.017412) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის:

ა) მე-13 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ​1“ და „ვ​2“ ქვეპუნქტები:

„ვ​1) ახორციელებენ არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათზე პროაქტიულ რეაგირებას;

2) უზრუნველყოფენ სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე, სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას;“;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფების უბნის ინსპექტორები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“-„ვ“ და „ზ“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. ქალაქ ქუთაისში მართლწესრიგის ოფიცრები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური