დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №1-1/155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/21 |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 18/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010000.84.097.016008 |
|
„მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №1-1/155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №1-1/155 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 310010000.84.097.016004) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების“:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მემანქანის მართვის მოწმობის ფიზიკური მახასიათებლები შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტთან ISO/IEC 7810. ISO/IEC 7810 საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მართვის მოწმობის ნომინალური ზომებია: სიგანე: 85.47 მმ – 85.72 მმ; სიგრძე: 53.92 მმ – 54.03 მმ; სისქე: 0.68 მმ – 0.84 მმ.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უსაფრთხოების ფონის ნიმუში უნდა იყოს შექმნილი ისე, რომ იყოს გამძლე ყალბი სკანირების, ბეჭდვის ან კოპირების გზით გაყალბებისგან, ცისარტყელისებური ბეჭდვის გამოყენებით მრავალფეროვანი მელნებითა და პოზიტიური გილიოშისებური ბეჭდვით;“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ბარათის უკანა მხარეს გამოყენებული უნდა იქნეს ბეჭდვა მიკროტექსტით (წარწერა GEORGIA-საქართველო).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები