„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.024928
37
19/02/2025
ვებგვერდი, 19/02/2025
470030000.10.003.024928
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №37

2025 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკურ რეგლამენტს“ 74  მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 75 მუხლი:

„მუხლი 75. სამედიცინო დაწესებულებამ, რომელიც 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ახორციელებდა ქიმიოთერაპიულ სერვისს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღის სტაციონარის ან ონკოლოგიაში სანებართვო დანართის პირობებში, ქიმიოთერაპიული მომსახურება შესაძლებელია, განახორციელოს ახალი შეტყობინების განხორციელებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა, თუ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე